ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო – “ეპიზოდი”
ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო გახლავთ ურუგვაის საყოველთაოდ ცნობილი პრეზიდენტი 2010 წლიდან.თანამემამულეები მას მოიხსენიებენ,როგორც: “el prezidente mas pobre”,რაც თარგმანით აღნიშნავს: “ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს”.77 წლის ხოსე მუხიკა,თავის საპრეზიდენტო ხელფასის უმეტესს ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს,რაც მსოფლიოს მასშტაბით მას,როგორც ყველაზე “ღარიბ” და ყველაზე “გულუხვ” პრეზიდენტთა ნუსხაში აყენებს.მას ხელფასის სახით ყოველთვიურად 12,500 დოლარი შემოსავალი გააჩნია და თავისთვის ამ თანხიდან მხოლოდ 1250 დოლარს იმეტებს,დანარჩენს კი ქველმოქმედებაში დებს. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც მას ამ საკითხის გამო შეკითხვით მიმართეს,მართლაც ამ შესანიშნავმა კაცმა – ხოსე მუხიკამ უპასუხა: “ჩემთვის საკმარისია რა თანხასაც ვიტოვებ.ხელფასი უნდა მეყოს,რადგან შემოსავლები ურუგვაელი მოქალაქეებისა,ამაზე ბევრად ნაკლებია და არ მსურს თავი უხერხულობაში ჩავიგდო საკუთარი ერის წინაშე”.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ხოსეს მეუღლე “სენატორი” გახლავთ,თუმცა იგიც ანალოგიურად ქმრისა,ხელფასის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში დებს. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე დიდად ფასეული რაც ამ ცოლ-ქმარმა შეისყიდეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში,გახლავთ ავტომანქანა “ფოლკსვაგენ-ხოჭო”,სულ რაღაც 1945 დოლარად.ცნობილი ფაქტია,რომ ხოსე მუხიკა ახალგაზრდობაში “ტუპამაროსის” პარტიზანული ორგანიზაციის წევრი იყო,რომელიც დააპატიმრეს და 14 წელი სამხედრო ციხეში მოახდევინეს.ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანოს არ გააჩნია არავითარი საბანკო ანგარიშები,აქციები და სხვა ქონება გარდა მონტევიდეოში არსებული მოკრძალებული საკუთარი სახლისა.როგორც თავად პრეზიდენტი ბრძანებს,მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება გახლავთ ის,რომ იცხოვროს ისევე,როგორც მისი თანამემამულეები ცხოვრობენ. (ავტორი გენია.ჯი)