მარკუს ტულიუს ციცერონის ნააზრევი…
1. „როცა აწმყოში სატრაბახო არაფერი აქვთ, წარსული საქმეებით ტრაბახობენ”.
* * *
2. „თავისუფლების ადგილი მხოლოდ იმ საზოგადოებაშია, სადაც უზენაესი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის”.
* * *
3. „თავისუფლად მხოლოდ ის ცხოვრობს, ვინც მოვალეობის შესრულებაში პოულობს სიხარულს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ჭეშმარიტი მეგობარი უნდა იყოს ჩვენი მეორე “მე”, ის მეგობრისაგან მხოლოდ კეთილ საქმეებს მოითხოვს. მეგობრობას ბუნება გვიბოძებს სასარგებლო საქმის თანამგზავრად და არა მანკიერების თანაშემწედ”.
* * *
5. „არასოდეს არა ვარ ისე მოუცლელი, როგორც დასვენების საათებში”.