ფრიდრიხ ფონ ლოგაუს პოეზიიდან…
ვის ერგება ამ ჩვენს დროში
უთამამეს კაცი ხვედრი?
ვინც შავს შავი უწოდა და თქვა,
რომ თეთრი არის თეთრი,
მეტისმეტად დიდი ხოტბით
არ შეამკო ქურდი,მკვლელი,
უსამართლოს წინ აღუდგა
და მსაჯული იყო ქველი.
* * * * * * *
იყავ ერთი,ხალხს ეჩვენე სხვა იერით
და სიყრუე მოიგონე წამიერი,
ბოროტებაც აქე ხოლმე და გახსოვდეს,
სიტყვა არვის შეუბრუნო არასოდეს.
მოისაწყლე ზოგჯერ თავი,იყავ ქლესა;
რაც არა გწამს,ის იწამე,იწყე კვნესა;
თუ არ გინდა დაიტეხო რისხვა ღმერთის,
სხვას ნუ განსჯი და იზრუნე მხოლოდ შენთვის -
მაშინ,თუმცა ცუდი დროა ძალიანაც,
ადგები და შენც იცხოვრებ გვარიანად.
* * * * * * *
ჩვენი დიდი საუკუნე -
სწორედ ჟამთა გვირგვინია:
ძლიერია იმ შეგნებით,
რომ სიშიშვლე სირცხვილია.
გეგონება გაურბისო
კეთროვანს და გაგიჟებულს:
ვის გაურბის და სიმართლეს,
მეტისმეტად გაშიშვლებულს.