ჯორჯო ვაზარი – “ჯოკონდას” შესახებ წერდა…
“ლეონარდო და ვინჩიმ იკისრა ფრანჩესკო დელ ჯოკონდასთვის მონა ლიზას პორტრეტის შესრულება,იშრომა ოთხი წელიწადი და საბოლოოდ ასევე დაუმთავრებელი დატოვა.ეს სურათი ამჟამად საფრანგეთის მეფეს აქვს ფონტენებლოში.ყველას,ვისაც სურს იხილოს,რატომ შეიძლება ხელოვნებამ ბუნებას მიბაძოს,ეს სურათი აძლევს საშუალებას,მიაღწიოს რამეს უადვილესი გზით,რამეთუ ამ ქმნილებაში სულ უმცირესი წვრილმანები ნაჩვენებია იმდენად სრულყოფილად,რამდენადაც შეიძლება ისინი ხელოვნებამ გვიჩვენოს. (ავტორი გენია.ჯი) თვალებს აქვთ ისეთი ელვარება და სინოტივე,როგორიც აქვს ცოცხალ ადამიანს,გარშემო კი გადმოცემულია ყველა ათინათი და ბეწვი,რომელთა ჩვენებაც მხოლოდ უნატიფეს ოსტატობას შეუძლია… ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას,ნაწარმოები ისეა შესრულებული,რომ შეაშინებს და დააბნევს ნებისმიერ თავდაჯერებულს მხატვარს,ვინც არ უნდა იყოს იგი… ლეონარდოს,ტილოზე ღიმილი ისე საამოდ აქვს გადმოცემული,რომ გეჩვენება,თითქოს უმალ ღვთაებრივ არსებას ჭვრეტდე,ვიდრე ადამიანურს”. (ავტორი გენია.ჯი)