ჰემინგუეი – “სუიციდური მისწრაფებების მქონე გვარი?!”
გენიალური ამერიკელი მწერალი,ჟურნალისტი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ფსიქიკური აშლილობებითა და პარანოიკით იტანჯებოდა.მაიოს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მკურნალობის კურსის გავლის შემდგომ გამოწერილმა მწერალმა,მალევე (1961 წლის 2 ივლისი) თავისი “საყვარელი იარაღიდან” (20 კალიბრიანი სანადირო თოფი,რომელიც 12 წლის ასაკში დაბადების დღეზე აჩუქა ბაბუამ) გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა როგორც ცნობილი ხდება,ჰემინგუეის წინაპრებსა და შთამომავლებში სიცოცხლის სუიციდით დასრულება უცხო მოვლენას არ წარმოადგენდა,რადგან ერნესტამდე სიცოცხლე სუიციდით თავად მწერლის მამამ (პროფესიით ექიმმა) – კლარენს ედმონდტ ჰემინგუეიმაც მოისწრაფა (ამ საშინელმა ფაქტმა ერნესტის ფსიქოლოგიაზე,შემდგომში მეტად უარყოფითი გავლენა იქონია).გარდა ამისა,სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს ჰემინგუეის ღვიძლმა და-ძმამ.უკანასკნელი სუიციდური აქტი ჰემნიგუეის გვარში,ერნესტის შვილიშვილმა,საყოველთაოდ ცნობილმა მსახიობმა და მოდელმა – მარგო ჰემინგუეიმ ჩაიდინა.ამ მიზეზთა გამო,ჰემინგუეის გვარს ხშირად – “სუიციდური მისწრაფებების მქონე გვარად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი)