გურამ ასათიანი – პაოლო იაშვილის შესახებ…

“თავის თანამედროვეთა,თანამოკალმეთა – ყველა იმ ადამიანთა მოწმობით,ვისაც ერთხელ მაინც რგებია მასთან სიახლოვე, – პაოლო იაშვილი სიცოცხლეში უხვად,უსასყიდლოდ,უზომოდ აფრქვევდა თავის გარშემო ძვირფას რითმებს,კაშკაშა პოეტურ სახეებს,მომხიბვლელ ღიმილს,მეგობრულ სითბოს,რაინდულ გულისთქმას,გონებამახვილობასა და ენამჭევრობის ნამდვილ ფეიერვერკებს,იმ იშვიათ მადლს,რომლითაც ის ბუნებამ მრავალმხრივ დააჯილდოვა.პაოლო იაშვილი იყო ნამდვილი ავთანდილი,სიმღერის,სიყვარულის ჟინით შეპყრობილი მშვენიერი რაინდი,რომელიც თავის გარშემო შეუნელებელ აღტაცებას ბადებდა განუმეორებელი პოეტური ეშხით,მოხდენილობით,სილამაზის თანდაყოლილი უტყუარი გრძნობით…” (ავტორი გენია.ჯი)