ორეგონული გრძელთმიანი გარეული ცხენი – “ლინუსი”
ლინუსი – წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ცხენს,რომელიც დაიბადა 1884 წელს,ორეგონის შტატში (ამერიკის შეერთებული შტატები).განეკუთვნებოდა “ორეგონული გრძელთმინანი გარეული ცხენის სახეობას”.
აღნიშნული ჯიში მეტ-ნაკლები ინტენსივობით იყო გავრცელებული ამერიკის შტატის – ორეგონის მთიან მასივებში.ასეთი სახეობის ცხენებისათვის დამახასიათებელი გახლდათ გრძელი და საკმაოდ ლამაზი თმა,ისევე როგორც კუდის ძუა (ხშირ შემთხვევაში მათი სიგრძე რამდენიმე მეტრსაც აღწევდა).იყვნენ წაბლისფერები.თუმცაღა ლინუსი,რომელიც ულაყი იყო,სხვა თავისივე სახეობებისაგან ყველაზე გამორჩეული სილამაზით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ორეგონის შტატში მაცხოვრებელი ძმების რუტერფორდ მარიონების საკუთრებას წარმოადგენდა და იმდენად ცნობილი და პოპულარული იყო შტატში,რომ მოფერებით – “ორეგონის შტატის სილამაზის სიმბოლოსაც” კი უწოდებდნენ.მოგვიანებით ლინუსი,ძმებმა მოხეტიალე ცირკს მიჰყიდეს,რამაც აღნიშული ცირკის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი.ლინუსი იმთავითვე იქცა ერთგვარ “თილისმად” ცირკისა.მოვლა-პატრონობა კი მართლაც განსაკუთრებული ჰქონდა; ყოველდღიურად ბანდნენ და ზოგადად,მისი მოვლა ცირკის რამდენიმე თანამშრომელს ევალებოდა.საბოლოო ჯამში ლინუსი 10 წლის ასაკში დაიღუპა 1894 წელს,თუმცა დარჩა “შთამომავალი” (კვიცი),რომელსაც სახელად ლინუს II უწოდეს,რომელსაც,როგორც ამბობენ მამის განსაკუთრებული სილამაზე დაჰყვა თან.სამწუხაროდ,ადამიანის დაუდევრობის შედეგად,დღესდღეობით ბუნებაში აღარ არსებობს არც ერთი ეგზემპლარი ულამაზესი – “ორეგონული გრძელთმიანი გარეული ცხენისა”.