ალფილდა
ალფილდა – ან შესაძლოა მოხსენიებულ იყოს,როგორც – ავილდა,წარმოადგენდა V საუკუნეში მცხოვრებ ლეგენდარულ პერსონაჟს და სავარაუდოდ სკანდინავიის მეფის – სივარდის ქალიშვილს.როგორც იმ პრიოდში იყო წესად მიღებული,სკანდინავიელი პრინცესა ცოლად უნდა გაჰყოლოდა დანიის პრინცს.ამ შემთხვევაში დანიის პრინცი გახლდათ – ალფა.თავად ალფილდა ულამაზეს გარეგნობასთან ერთად დიდი სიმამაცითაც გამორჩეული გოგონა იყო,რის გამოც სურდა,თავისი მეუღლეც გონიერებასთან ერთად,სიმამაცითაც ყოფილიყო დაჯილდოვებული.თუმცა,როგორც ალფილდასათვის გახდა ცნობილი,ალფა ვერ გამოირჩეოდა დიდი სიმამაცით,რის გამოც მან სასტიკი უარი განაცხადა დანიის პრინცთან დაქორწინებაზე.ყოველივე ამას,სამეფო კარისაგან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა,რამაც ალფილდა იძულებული გახადა სასახლიდან გაქცეულიყო. (ავტორი გენია.ჯი) მან ჩაიცვა მამაკაცის ტანისამოსი და საიდუმლოდ გაიპარა.თავდაპირველად გოგონა ერთ-ერთ გემზე უბრალო მიჩმანად მოეწყო.მოგვიანებით კი მეკობრეთა ჯგუფს შეუერთდა,რა დროსაც თავისი სიმამაცით აღფრთოვანებაში მოიყვანა ისინი.მალევე,მეკობრეთა კაპიტანი გარდაიცვალა,რის შემდეგაც მათ სათავეში სკანდინავიის მეფის ქალიშვილი ჩაუდგა.ალფილდას,მამაცი მეკობრის სახელი შორს გაუვარდა და მთელი სკანდინავიისათვის გახდა ცნობილი.ამათანავე იგი,თავისი საქმის პროფესიონალადაც ჩამოყალიბდა.შესაბამისად მის მიერ ჩატარებული მეკობრული ოპერაციები,დიდი წარმატებით გვირგვინდებოდა.თუმცა მეკობრეებისაგან თავმობეზრებულმა დანიის სამეფომ,მათი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა და მეკობრეებთან საბრძოლველად თავისი საზღვაო არმადა გაგზავნა,რომელსაც სათავეში დანიის პრინცი – ალფა ჩაუყენა. (ავტორი გენია.ჯი) ალფილდას მეკობრეებსა და დანიურ ფლოტს შორის საშინელი ბრძოლა გაიმართა,რა დროსაც მეკობრეთა ქალმა კაპიტანმა საკუთარი თვალით იხილა,მისი იმ საქმროს თავდადებული სიმამაცე ბრძოლაში,ვისთანაც თავის დროზე ქორწინებაზე უარი განაცხადა.ალფას ბრძოლით მოხიბლულმა ალფილდამ,ყველას გასაოცრად,თავის დაქვემდებარებაში მყოფ მეკობრეებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.ბრძოლა შეწყდა… მალევე ალფილდამ დანიის პრინცზე – ალფაზე იქორწინა.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მიუხედავად ქორწინებისა,ალფილდამ არ დაივიწყა თავისი ყოფილი “თანამებრძოლები” და მისივე ინიციატივით,ყველა ის მეკობრე,რომელიც მის დაქვემდებარებაში იყო,მეფის მიერ შეწყალებულ იქნა.დღესდღეობით კი ალფილდას სახელი ისტორიაში,ისეთი ცნობილი ქალი მეკობრეების გვერდით მოიხსენიება,როგორებიც იყვნენ – გრანუალი,ენი ბონი,მერი რიდი,ჩჟენ ში და სხვები… (ავტორი გენია.ჯი)