ნორბერტ ვინერი – “ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი მათემატიკოსი - ნორბერტ ვინერი (1894-1964 წლები),რომელსაც “კიბერნეტიკის მამად” მოიხსენიებდნენ,რადგან ფუნდამენტურ ნაშრომ – “კიბერნეტიკაში” მოახდინა ახალი მეცნიერების,კიბერნეტიკის ძირითადი ამოცანების ფორმულირება,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,უკიდურესი გულმავიწყობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.აღნიშნული მოვლენა კი შესანიშნავად მოეხსენებოდა მისი ოჯახის წევრებს.როდესაც ვინერებმა ახალი ბინა შეიძინეს,საცხოვრებლადაც მალევე იქ გადავიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გადასვლის პირველივე დილას ნორბერტი სამსახურში მიიჩქაროდა,იცოდა რა ცოლმა მეუღლის გულმავიწყობის შესახებ,ფურცელზე დააწერა ახალი ბინის მისამართი და ჯიბეში ჩაუდო,რათა შემდგომ ამ მეთოდით მიეგნო სახლისათვის.როდესაც ვინერი სამსახურში წავიდა,მუშაობის პროცესში ახალი ფორმულები მოუვიდა გონებაში და იგი ჯიბიდან ამოღებულ სახლის მისამართზე,უკანა (სუფთა) მხრიდან ჩაწერა,თუმცა მალევე დაასკვნა,რომ ახალი ფორმულები არასწორი გაანგარიშების შედეგი იყო.თან ისიც გადაავიწყდა,რომ მასზე ახალი ბინის მისამართი ეწერა და მისამართიანი ფურცელი,დაჭმუჭმნული სახით სანაგვეში გადაუძახა.როდესაც სამსახურში ყოფნის დრო ამოიწურა,ვერაფრით შეძლო გაეხსენებინა ახალი ბინის მისამართი.ამიტომ გადაწყვიტა ძველ სახლში წასულიყო.მივიდა რა ძველ სახლში,იქ ყველაფერი ცარიელი დახვდა.როდესაც გარეთ გამოვიდა,ძლიერი აფორიაქებული იყო და იქვე მდგომ ბავშვს მიმართა: “ბოდიშით,შესაძლოა თქვენ მე მიცნობდეთ,რადგან თქვენი მეზობელი ვიყავი.მე პროფესორი ვინერი გახლავარ.ჩემი ოჯახი ახლახანს საცხოვრებლად ახალ საცხოვრებელ ბინაში გადავიდა და ვერაფრით ვიგონებ მისამართს,შესაძლოა თქვენ იცოდეთ სად გადავიდნენ და გთხოვთ დამეხმაროთ”.გოგონამ ყურადღებით მოუსმინა პროფესორს და ღიმილი ვერ შეიკავა,რის შემდეგაც ვინერს მიმართა: “დიახ მამა,დედამ კარგად უწყოდა რომ ეს ასეც იქნებოდა და აქ გამომგზავნა”. (ავტორი გენია.ჯი)