“მეუღლის დიდი რწმენა”
XIX საუკუნის 90-ანი წლების დასასრულს,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დეტროიტის ერთ-ერთ ელექტრო კომპანიაში,დღეში 10 საათის განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდა მექანიკოსი მამაკაცი.იგი ყოველ კვირაში ხელფასის სახით სულ რაღაც 11 $-ს იღებდა.თავისაუფალ დროს (ძირითადად ღამეს),საკუთარი სახლის ეზოში მდგომ ფარდულში შევიდოდა,კარს დახურავდა და არავინ უწყოდა თუ რას აკეთებდა.მამამისი თვლიდა რომ მისი ვაჟი თავისუფალ დროს სრულიად უაზროდ ფლანგავდა,ხოლო მეზობლები,ამ უცნაურ ახალგაზრდა მამაკაცს “შეშლილად” მოიხსენიებდნენ.ერთადერთი ადამიანი ვისაც მისი რწმენა გააჩნდა,გახლდათ მისივე ახალგაზრდა მეუღლე,რომელიც მიუხედავად ზამთრის საშინელი სიცივეებისა,ქმართან ერთად ღამეებს ათევდა ფარდულში,რათა მისთვის საჭირო ადგილას და საჭირო დროს ნავთის ქურა გაენათებინა. (ავტორი გენია.ჯი) ზუსტად ერთ წელიწადში,ფარდულიდან მეზობლებს უცნაური ხმა შემოესმათ,მალევე გაიღო ფარდულის დიდი კარები და კიდევ უფრო გაოგდნენ მაშინ,როდესაც იხილეს “შეშლილი” – მეუღლესთან ერთად ისეთ საოცარ ტრანსპორტზე მჯდომნი,რომელშიც ცხენი არ იყო გაბმული.ეს შეშლილი ახალგაზრდა მამაკაცი კი გახლდათ,გენიალური – ჰენრი ფორდი (1863-1947 წლები) ,რომელმაც შემდგომ უდიდესი წვლილი დაიდო საავტომობილო წარმოების განვითარებაში.ათწლეულების გასვლის შემდგომ,უკვე სახელოვან ჰენრი ფორდს,რომელიც უდიდეს პატივს მიაგებდა საკუთარ მეუღლეს – კლარა ჯეინ ფორდს,ერთ-ერთმა დაინტერესებულმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა,თუ რა პროფესიას ისურვებდა იგი,ცხოვრებას რომ თავიდან იწყებდეს.რაზეც გენიალურმა ფორდმა ჟურნალისტს,მოკლედ და ლაკონურად უპასუხა: “სულერთია რა პროფესიისაც ვიქნებოდი… მთავარია რომ ჩემს გვერდით ჩემი მეუღლე იყოს”. (ავტორი გენია.ჯი)