ვიქტორ მარი ჰიუგო – “ატლასსა ჰკითხეს”

ატლასსა ჰკითხეს: რად ვერ აღწევ თავს ცის ტყვეობას,

თვალს რად არიდებ აყვავებულ ამ ჩვენს ხეობას?

გვითხარ,გიგანტო მარტოსულო,მეტოქევ უფლის,

რად დაგიხრია ძირს მარადჟამს ამაყი შუბლი?

რად გაქვს მეხთან და ქარიშხლებთან ბრძოლების დაღი?

- იმად,რომ მხრებზე მადგას მარად მძიმე ცის თაღი!