ბალთაზარ ბეკერი
ბალთაზარ ბეკერი დაიბადა 1634 წლის 20 მარტს მეთსლავირში,ფრისლანდიის ისტორიულ რეგიონში,რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი გერმანული წარმომავლობის მქონე ნიდერლანდელი პროტესტანტი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი ადრეული აღორძინების ეპოქისა.როგორც თეორიტიკოსმა,სახელი გაითქვა იმით,რომ სასტიკად წინააღმდეგი იყო “კუდიანებზე ნადირობისა”,რომელიც მეტად ფართოდ იყო გავრცელებული იმ პერიოდის ევროპაში,აღნიშნულ “ნადირობებს” კი არა ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.”კუდიანებზე ნადირობა” ასევე უმთავრესს იარაღს წარმოადგენდა “წმინდა ინკვიზიციისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამის სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ ბალთაზარი,რომელიც მის საჯარო გამოსვლებსა,თუ ნაშრომებში წერდა,რომ არა “ეშმაკი” აიძულებდა ადამიანებს “ჯადოქრებზე ნადირობას”,არამედ თავად ადამიანები ატყუებდნენ საკუთარ თავს ამ მეთოდით,გასწორებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს,ან უბრალოდ მათსავე მოწინააღმდეგეებს.იგი წერდა: “ბიბლიაში მართლაც არის მოყვანილი ფაქტები ეშმაკის არსებობისა,თუმცა ამისი მეტი ჩვეულებრივი,მოკვდავი ადამიანისათვის ცნობილი არაფერია.ცნობილია ის,რომ მხოლოდ ღმერთი განაგებს სამყაროს და ესოდენ ღრმად სულელური საქციელები უდიდესი ცოდვებია,ჩადენილი ღმრთის წინაშე”. (ავტორი გენია.ჯი) ბალთაზარი სწავლობდა გრონინგენში,მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ქალაქ ფრანეკერში მდებარე სკოლას.1679 წელს მუშაობდა ამსტერდამში.იზიარებდა დიდი ფრანგი ფილოსოფოსისა და სწავლულის რენე დეკარტის მოსაზრებებს და ერთგვარად მისი ფილოსოფიური ხედვების მიმდევარიც კი გახლდათ.მისი მოღვაწეობის პერიოდში 1668 წელს,დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი: “კარტეზიანული ფილოსოფიის შესახებ”.აღნიშნულმა წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია მრავალი ფილოსოფოსის ფილოსოფიურ ხედვებზე და წიგნში მოყვანილი თეზისები ერთგვარ გზამკვლევადაც კი იქცა მათ მოღვაწეობაში.ბალთაზარ ბეკერი გარდაიცვალა 1698 წლის 11 ივნისს ამსტერდამში. (ავტორი გენია.ჯი)