ტომაზო და მოდენა – “ეპიზოდი”
“სათვალეები – ეს სახეა,ხოლო მასში ეკონომიას არასოდეს აკეთებენ” – ეს ცნობილი დევიზია სათვალეებისა,თუმცა ბევრად გვიანდელი პერიოდისა.სათვალეები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საჭირო ნივთია არა მარტო იმ ადამიანთთათვის,რომელთაც მხედველობის პრობლემები აქვთ,არამედ მზის სხივებისგან საუკეთესო დამცავ საშუალებასაც წარმოადგენს და ერთგვარ მოდურ ატრიბუტადაც კი იქცა მისი გამოყენება თანამედროვე სამყაროში.ცნობილი იტალიელი მხატვარი,ადრეული აღორძინების ეპოქისა - ტომაზო და მოდენა (1325-1379 წლები),გახლდათ პირველი მხატვარი,რომელმაც 1332 წელს თავის მიერ მოხატულ ფრესკაზე გამოსახა კარდინალი – ნიკოლა დე როუენი.ალბათ ამაში გასაოცარი და საყურადღებო არაფერი იქნებოდა,რომ არა მასზე სიუჟტი სურათისა,სადაც აღბეჭდილი კარდინალი წიგნს კითხულობს “მონოკლით”,რაც იმ პერიოდისათვის მართლაც დიდ ინოვაციას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით მხატვარმა 1352 წელს,დახატა კარდინალ უგო დი პროვანსის პორტრეტი (ზემოთ გამოსახული),სადაც სიუჟეტი აღებულია,კარდინალის წერისა,რომელსაც სათვალეები უკეთია.მიუხედავად იმისა,რომ მზისგან დამცავი სათვალეები ჯერ კიდევ ესკიმოსების მიერ იქნა გამოგონებული 2000 წლის წინათ, ტომაზო და მოდენა პირველი მხატვარი გახლავთ ისტორიაში,რომელმაც ეს ფაქტები თავის ნამუშევრებში ასახა.მანამდე კი არც ერთი ეპოქის.არც ერთ მხატვარს,დღემდე მოღწეულ სურათებზე ასეთი ფაქტი დაფიქსირებული არ ჰქონიათ. (ავტორი გენია.ჯი)