“არიდოამერიკა”

“არიდოამერიკა” (გვალვიანი ამერიკა) – იგი წარმოადგენდა ისტორიულ-კულტურულ რეგიონს,ცენტრალური ამერიკისა – კოლუბამდელი ცივილიზაციის ეპოქაში.ტერმინ “არიდოამერიკა”-ს, მიეკუთვნებოდა თანამედროვე მექსიკის ჩრდილოეთი ნაწილი.“არიდოამერიკა”  - საპირისპირო ტერმინი გახლავთ მესოამერიკისა,რომელიც თავის მხრივ სამხრეთის კულტურულ-ისტორიულ რეგიონს განეკუთვნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ტერმინების შემოღება მიეწერება ცნობილ მექსიკელ-გერმანული წარმოშობის ანთროპოლოგს – პაულ კირჰგოფსს (1900-1972 წლები),რომელმაც აღნიშნული ტერმინები ხმარებაში შემოიღო 1943 წელს.აღნიშნული ტერმინები პაულმა,მას შემდეგ დაამკვიდრა,რაც ამ ორ რეგიონს შორის დიდი კულტურული სხვაობა აღმოაჩინა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ზოგიერთი არქეოლოგი და ისტორიკოსი ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში,კიდევ ერთი ბუფერული ზონის არსებობას ადასტურებენ და მას მოიხსენიებენ,როგორც “ოაზისამერიკა”.მესოამერიკისაგან განსხვავებით – არიდოამერიკის კლიმატი,ბევრად მშრალია და მოსახლეობისათვის ნაკლებად ხელსაყრელ  საცხოვრებელ გეოგრაფიულ ნაწილს წარმოადგენდა.აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად მომთაბარე ხალხი სახლობდა,ხოლო ძირძველ მოსახლეობად არიდოამერიკული ტეროტორიებისა,მექსიკის უძველესი მოსახლეობა “ჩიჩიმეკები” მიიჩნევიან,რომელთა ცივილიზაციამაც 1519 წლამდე იარსება.თარგმანით “ჩიჩიმიკები”, ნაუტლის ენაზე აღნიშნავს: “ბარბაროსებს ან უკულტუროებს”.”არიდოამერიკის” ტერიტორიაზე დღევანდელი ცნობებით არსებობს მექსიკის 16-მდე შტატი.ტერმინი “არიდოამერიკა” კი ფართოდ გამოიყენება ამ ტერიტორიების საერთო-ისტორიულ აღმნიშვნელ სახელწოდებაში. (ავტორი გენია.ჯი)