არნე ბერლინგი – “ეპიზოდი”
არნე ბერლინგი (1905-1986 წლები) გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი შვედი კრიპტოგრაფი,მათემატიკოსი და პროფესორი,რომელმაც 1940 წელს ორ კვირიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ,სხვა სპეციალისტებისაგან დამოუკიდებლად (მარტომ),გაშიფრა გერმანული კოდური ტექსტი,რომელსაც გამოიყენებდნენ სამხედრო-სტრატეგიული კომუნიკაციისას ფაშისტები.აღნიშნული კოდური ტექსტი კი გერმანელთა ყველაზე დაცულ და საიდუმლო კოდურ ტექსტად იყო მიჩნეული,ამიტომ გერმანელები ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში,რომ მას ვერავინ გაშიფრავდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა არნე ბერლინგმა ეს შეძლო,რითიც უდიდესი სამსახური გაუწია შვედეთსა და ნორვეგიას,მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად გერმანელთა მხრიდან.სწორედ არნეს უდიდესი დამსახურება გახლდათ ის,რომ შვედეთის მთავრობა ბევრად ორგანიზებულად შეხვდა “ბარბაროსას” ოპერაციას,განხორციელებულს გერმანელთა მიერ,რადგან შვედეთის მთავრობამ,არნეს დახმარებით წინასწარ იცოდა ინფორმაციები ამ სამხედრო ოპერაციის ყველა დეტალის შესახებ.არნე ბერლინგს ერთ-ერთ ინტერვიუში,დაუსვეს შეკითხვა და სთხოვეს მას თუ როგორ გაშიფრა გერმანელთა საკმაოდ ძლიერად დაცული “კოდური შეტყობინებები”,რაზეც მან უპასუხა: “ჯადოქარი არასოდეს ხსნის საკუთარ საიდუმლოებებს” და დღემდე უცნობია მეთოდი იმისა,თუ როგორ მოახერხა მან ძალიან ძლიერად დაცული საიდუმლო ტექსტების გაშიფვრა.აღნიშნული საიდუმლო დიდმა შვედმა კრიპტოგრაფმა და მეცნიერმა სამუდამოდ ჩაიყოლა სამარეში. (ავტორი გენია.ჯი)