ედმუნდ ბლერ ლეიტონი – “აკოლადა”
“აკოლადა” - ინგლისურ ენაზე “Accolade”,წარმოადგენს დიდი ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვრის - ედმუნდ ბლერ ლეიტონის (1853-1922 წლები),მიერ 1901 წელს ზეთის საღებავით ტილოზე დახატულ დიდებულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახული სიუჟეტი,ასახავს მომენტს რაინდად კურთხევისა,რომელსაც “აკოლადას” სახელით მოიხსენიებდნენ.ახალგაზრდა ყმაწვილი შემოსილია სარაინდო ფორმით და დაჩოქილია ტყავის ბალიშზე დედოფლის წინაშე,რომელსაც მის მარჯვენა ბეჭზე დადებული აქვს ხმალი,რაც ერთგვარი რიტუალი იყო იმ პერიოდის ინგლისში რაინდად კურთხევისა.უკანა პლანზე მხატვარმა გამოსახა აღნიშნული რიტუალის მაყურებელი ხალხი,რომელთა შორის გახლავთ მოძღვარი და იარაღისმტვირთავი ბიჭუნა,რომელსაც ხელთ გერბით დამშვენებული ფარი უპყრია თავისი ბატონისა.ზოგიერთი ვერსიის მიხედვით,სურათზე გამოსახული დედოფალი,გახლავთ – ლედი გვინევრა,ხოლო რაინდი კი – სერ ლანსელოტი.შესაბამისად,აღნიშნულ ტილოს სპეციალისტთა ერთი ნაწილი მეფე არტურისა და მრგვალი რაინდების შესახებ ლეგენდების ციკლს უკავშირებს.თუმცა ცნობილია ისიც,რომ ამ მითებში არსად არის გადმოცემული თუ ვინ “აკურთხა” ლანსელოტი რაინდად. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახული გერბის მიხედვით,ახალგაზრდა ყმაწვილს ან რაიმე გმირული საქმე უნდა ჩაედინა,ან კიდევ თავად გახლდათ არისტოკრატული (დიდებული) გვარის წარმომადგენელი.წითელი ფერი სიმბოლიზირდება სიმამაცესთან და სიყვარულთან; არწივი – ძალაუფლებასთან,ხოლო შავი ფერი – სიბრძნესთან.ინტერიერი მეტად სადა და უბრალოა.სასახლის ფონი კი ერთგვარად გამოსახავს რომანულ სტილს არქიტექტურაში.ტილოს დაბლა,მარჯვენა მხარეზე მხატვარს გაკეთებული აქვს თავის ავტოგრაფი და დახატვის თარიღი.დღესდღეობით ედმუნდ ბლერ ლეიტონის ცნობილი სურათი – “აკოლადა”,დაცულია ერთ-ერთ კერძო კოლექციაში. (ავტორი გენია.ჯი)