“ცნობილი ადამიანების საყვარელი ნაწარმოებები”

1. კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურისა და Apple-ს თანადამფუძნებლის,აწგარდაცვლილი - სტივენ პოლ ჯობსის,ყველაზე საყვარელ წიგნად მიიჩნეოდა,ინდოელი იოგას – პარამაჰანსა იოგანანდას (1893-1952 წლები),მიერ 1946 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები: “იოგას ავტობიოგრაფია”.

2. გამოჩენილი ამერიკელი მწერლის - სტივენ ედვინ კინგის საყვარელ ნაწარმოებს წარმოადგენს,დიდი ამერიკელი მწერლის – სერ უილიამ ჯერალდ გოლდინგის (1911-1999 წლები),მიერ 1954 წელს დაწერილი რომანი: “ბუზთა ბატონი”.

3. დიდი ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის – მელ გიბსონის საყვარელ ნაწარმოებს წარმოადგენს,გამოჩენილი ამერიკელი მწერლის – რეი ბრედბერის (1920-2012 წლები),მიერ 1953 წელს დაწერილი რომანი: “451 გრადუსი ფარენგეიტით”. (ავტორი გენია.ჯი)

4. დიდი ამერიკელი კინორეჟისორის და მსოფლიო კინემატოგრაფიაში ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდიუსერის - სტივენ სპილბერგის საყვარელ ნაწარმოებს წარმოადგენს,გამოჩენილი ამერიკელი მწერლისა და სათავგადასავლო ლიტერატურის კლასიკოსის – ჯეიმს ფენიმორ კუპერის (1798-1851 წლები),მიერ 1826 წელს დაწერილი რომანი: “უკანასკნელი მოჰიკანი”.

5. ცნობილი ამერიკელი მსახიობის,სცენარისტისა და პროდიუსერის - ჯეიმზ იუჯინ “ჯიმ” კერის,საყვარელ ნაწარმოებად მიიჩნევა,რუსი მწერლის – თეოდორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) მიერ 1866 წელს დაწერილი რომანი: “დანაშაული და სასჯელი”.

6. დიდი ამერიკელი კინომსახიობისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებული – ანჯელინა ჯოლი ვოიტის,საყვარელ ნაწარმოებად მიჩნეულია,გამოჩენილი ირლანდიელი რომანისტისა და ავტორის მოკლე მოთხრობებისა – ბრემ სტოკერის (1847-1912 წლები),მიერ 1897 წელს დაწერილი რომანი: “დრაკულა”. (ავტორი გენია.ჯი)

7. გამოჩენილი ინგლისელი მწერლისა და ავტორის ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა - ჯოან როულინგის,ერთ-ერთ საყვარელ ნაწარმოებად მიჩნეულია,დიდი ინგლისელი მწერალი ქალისა და ვიქტორიანული ხანის ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ჯეინ ოსტინის (1775-1817 წლები),მიერ 1816 წელს დაწერილი რომანი: “ემა”.