ჯოვანი ჯენტილეს “საგანმანათლებლო სისტემა”
ჯოვანი ჯენტილე (1875-1944 წლები) გახლდათ ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი,”აქტუალური იდეალიზმის” ავტორი,თეორიტიკოსი იტალიური “ფაშიზმისა” და იტალიის განათლების მინისტრი 1922-1924 წლებში – ბენიტო მუსოლინის მთავრობაში.განათლების რეფორმა იმ დროინდელ იტალიურ საგანმანათლებლო სისტემაში ეფუძნებოდა შემდეგ პრნიციპებს:
ა) სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლებას მხოლოდ მათთვის,ვინც ამას იმსახურებს თავისი შესაძლებლობებით და სხვა გზას უტოვებს მათ,ვისი ადგილიც არ არის სახელმწიფო სკოლებში;
ბ) ეს დამოკიდებულება სანაგვეზე მოისვრის დემოკრატიულ კონცეფციას,რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის.გამოდის,რომ ეს არის კალათა,რომელშიც ძვირფასეულობა და ნაგავი ერთად ყრია. (ავტორი გენია.ჯი) საშუალო ფენა მიიჩნევდა,რომ სკოლა მას ემსახურებოდა და ამასთან ოდნავადაც არ სცემდა მას პატივს.ისინი ითხოვდნენ უდიდეს ხელშეწყობას,რომ რაც შეიძლება სწრაფად მიეღიწიათ წმინდა უტილიტარული მიზნებისათვის,მაგალითად,აეღოთ დიპლომი და ზედაპირული მონდომებით ხელი გამოეკრათ დაწინაურებისათვის:
გ) საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ერთნაირ პირობებში აბარებენ გამოცდებს მთავრობის დანიშნულ კომისიებს;
დ) ინგლისის მსგავსად,ეს ხელს შეუწყოფს კერძო სკოლების განვითარებას და მისაღებია კათოლიკეებისათვის,რომლებიც არაერთ ასეთ სკოლას ფლობენ; სამაგიეროდ,აღიზიანებს ძველი ყაიდის ანტიკლერიკალებს.მე მაძლევს შესაზლებლობას,თავისუფლად განვავითარო სასწავლო ინიციატივა და არ შევიზღუდო საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებით;
ე) სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს კერძო სკოლებს და ხელს უწყობს კონკურენციას კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებს შორის,რაც ცვლის სკოლების ზოგად ატმოსფეროს და ამაღლებს კულტურის დონეს; (ავტორი გენია.ჯი)
ვ) სახელმწიფო არ ფიქრობს,რომ დამოუკიდებელი სკოლების არსებობით მისი იურისდიქცია მცირდება,პირიქით,ის აფართოებს ზედამხედველობის არეალს;
ზ) საშუალო სკოლებში მოსწავლეების მიღება ახლა მხოლოდ გამოცდების ჩაბარების შემდეგ ხდება.სკოლები მიმართულია ფართო ჰუმანისტური კულტურისაკენ,მაგრამ არსებობს ერუდიციის სტანდარტი,რომელმაც სამუდამოდ აღმოფხვრა უწესრიგობა და ძველი დემოკრატიული სკოლების უდარდელი სტრუქტურა;
თ) ამ და სხვა რეფორმების წყალობით დაწყებით სკოლას აქვს ორი სხვადასხვა,ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიზანი.ერთია საშუალო სკოლებისათვის მოსწავლის მომზადება,მეორე კი – ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი სახალხო განათლების გავრცელება. (ავტორი გენია.ჯი) საშუალო სკოლები გაფართოვდნენ შემდეგი სასწავლო დაწესებულებების შემოღებით:
1. დამატებითი სკოლები – ახალი ფორმით აღდგა გაუქმებული ტექნიკური სასწავლებლები;
2. უმაღლესი სპეციალიზაციის ტექნიკური ინსტიტუტები;
3. უმაღლესი განათლების სამეცნიერო ლიცეუმი,რომელმაც დაიკავა გაუქმებული “თანამედროვე ლიცეუმის” და ტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიის განყოფილებების ადგილი და ამზადებდა სტუდენტებს უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტებისათვის;
4. პედაგოგიური ინსტიტუტი – წმინდა ჰუმანიტარული და ფილოსოფიური სასწავლებელი,რომელმაც დაიკავა გაუქმებული დამატებითი და პედაგოგიური სკოლების ადგილი;
5. ქალთა ლიცეუმი – ზოგადი კულტურული სკოლა;
6. კლასიკური ლიცეუმი,რომლის ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა,მაგრამ გაძლიერდა სწავლების ჰუმანიტარული ხასიათი. (ავტორი გენია.ჯი)