ალბერტ აინშტაინის სიტყვა – მაქს პლანკის “60 წლის იუბილეზე”
“… უპირველეს ყოვლისა,შოპენჰაუერის კვალად,მეც ვფიქრობ,რომ ერთ-ერთი უძლიერესი მოტივი,რომელიც ხელოვნებისა და მეცნიერებისაკენ გვიბიძგებს,მტკივნეული სიმყიფითა და უნუგეშო სიცარიელით აღსავსე ყოველდღიური ყოფიდან,მუდმივცვალებადი საკუთარი სურვილების ბორკილებიდან თავდახსნაა.ეს უბიძგებს ზედმიწევნიღ მგრძნობიარე ადამიანებს,რომ პირადი ყოფიერება მიატოვონ და ობიექტური ჭვრეტის და გაგების სამყაროს მიუძღვნან თავი; ეს მოტივი იმ მონატრებას შევადაროთ,რომელიც ქალაქელს თავისი ხმაურიანი,შეუხედავი გარემოდან მაღალმთებიანი მშვიდი ლანდშაფტისაკენ დაუოკებელ ლტოლვას აიძულებს,სადაც შორი მზერა წყნარ და სუფთა ჰაერს ჰკვეთს და იმ მშვიდ სავალს არის შეყოლილი,რომელსაც მარადისობის იერი აქვს.მაგრამ ამ უარყოფით მოტივს დადებითი მოტივიც ერთვის. (ავტორი გენია.ჯი) ადამიანი ცდილობს,როგორღაც ადეკვატურად უბრალო და ნათელი წარმოდგენა შეიქმნას სამყაროზე და ასე გადალახოს ყოფა-ცხოვრებისეული სამყარო,იმავდროულად კი ამ წარმოდგენით – როგორმე – მის ჩანაცვლებას ესწრაფვის.ამას სჩადის მხატვარი,პოეტი,ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი,თითოეული მათგანი თავისებურად. (ავტორი გენია.ჯი) ამ წარმოდგენასა და მის გამოსახულებაში გადააქვს მას თავისი სულიერი ცხოვრების სიმძიმის ცენტრი,რათა იქ მოიპოვოს ის სიმშვიდე და სიმტკიცე,რასაც თავბბრუდამხვევი და ყოფა-ცხოვრების პირადული არსებობის სივიწროვეში ვერ პოულობს…
მაშასადამე,ფიზიკოსის უმაღლესი ამოცანაა იმ ელემენტარული უზოგადესი კანონების მიგნება,რომელთაგან წმინდა დედუქციის გზით სამყაროს სურათი მოიპოვება.ამ ელემენტარულ კანონებამდე მივყავართ არა ლოგიკურ გზას,არამედ – მხოლოდ გამოცდილების შთაგონებაზე დაფუძნებულ ინტუიციას… ამ წინასწარდადგენილი ჰარმონიის დანახვის წყურვილი არის სწორედ იმ ამოუწურავი გამძლეობისა და მოთმინების წყარო,რომლებით შეიარაღებული მაქს პლანკიც ჩვენი მეცნიერების უზოგადეს პრობლემებშია ჩაღრმავებული… სულიერი მდგომარეობა,რომელიც ასეთ შრომას შესაძლებელს ხდის,რელიგიური ან შეყვარებული ადამიანის მდგომარეობის მსგავსია; ყოველდღიური მონდომება და მოწადინება განსაზღვრულია არა რაიმე გეგმით ან პროგრამით,არამედ – მხოლოდ და მხოლოდ უშუალო შინაგანი მოთხოვნილებით”… (ავტორი გენია.ჯი)