შარლ დე გოლი – “ეპიზოდი”
1960 წლის ზაფხულში საფრანგეთის ლეგენდარულ პრეზიდენტს (1958-1969 წლებში) და სახელმწიფო მოღვაწეს - შარლ დე გოლს,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც “გენერალი დე გოლი”,ნორმანდიაში ყოფნის დროს ეწვია პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი.დელეგაციის ხელმძღვანელმა - ანდრე ბეტანკურმა,საუბარში ის კითხვა წამოჭრა,რომელიც ყველა ფრანგს აღელვებდა:
“ბატონო გენერალო! გვესმის და ვიწონებთ კიდეც თქვენს პოლიტიკას,მაგრამ ის თქვენზე და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული… ამჟამად შიშის არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია,მაგრამ მომავალი კი ნამდვილად გვაღელვებს!”
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა,რაც პასუხის დაძაბულად მომლოდინე სტუმრებს უსასრულო მოეჩვენათ.კითხვის დასმამ დე გოლს ღიმილი მოჰფინა სახეზე და თქვა: “რა გითხრათ,ბატონებო – მომავალში,ალბათ სხვა დე გოლი უნდა იპოვოთ!” (ავტორი გენია.ჯი)