ნიკიტა ხრუშოვი – „ეპიზოდი”
ყველასათვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირი ყოველთვის ცდილობდა ამერიკელთათვის პირველობა ჩამოერთვა ყველა სფეროში (გარდა დემოკრატიისა და თავისუფლებისა), განსაკუთრებით კი იარაღის წარმოებასა და კოსმოსის გამოკვლევის საკითხებში. ეს ორი საკითხი მეტად მტკივნეული გახლდათ ყველა საბჭოთა გენსეკისათვის და გამონაკლისი ამ მხრივ, არც - ნიკიტა ხრუშოვი (1894-1971 წლები) გახლდათ.ამ მოვლენის ჭეშმარიტებას ერთი ისტორიაც ადასტურებს: 1963 წელს ამერიკელებმა დაიწყეს კოსმოსურ პროგრამა “ჯემინიზე” მუშაობა,რომელიც მიზნად ისახავდა ერთდროულად 2 კოსმონავტის გაშვებას კოსმოსში და ამასთან ერთად,ერთი კოსმონავტის ღია კოსმოსში გასვლას სკაფანდრით (მანამდე ასეთი შედეგისათვის არავის მიუღწევია). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პროგრამა საბჭოთა დაზვერვისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ინფორმაციამ ნიკიტა ხრუშოვამდეც მიაღწია.რის გამოც გენსეკმა სასწრაფო წესით დაიბარა კოსმოსური პროექტის ხელმძღვანელი,მეცნიერი და რაკეტულ-კოსმოსური სისტემების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსტრუქტორი – სერგეი კოროლოვი (1906-1966 წლები).მას კი უმკაცრესად მოსთხოვა,რომ 1965 წლის 7 ნოემბრამდე (სოციალისტური რევოლუციის ზეიმისათვის),როგორმე მოესწროთ კოსმოსში ერთდროულად სამი კოსმინავტი გაეშვათ და “ღია კოსმოსში” გასულიყვნენ (რაც მანამდე არავის განუხორციელებია).კოროლოვის მშვიდმა განმარტებამ,იმის შესახებ,რომ ასეთი რამ შეუძლებელი გახლდათ,ხრუშოვის აღშფოთება და მის მიმართ მუქარა გამოიწვია (მათ შორის თანამდებობიდან გადაყენებითაც).აღსანიშნავია,რომ სამეცნიერო თვალსაზრისით ასეთი დავალება,არაფრის მომტანი გახლდათ,თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტებმა გადაწყვიტეს,რომ ერთადგილიან კოსმოსურ ხომალდ “ვოსტოკში”,რომელსაც სახელი გადაარქვეს და “ვოსხოდ 2″ უწოდეს (ძალიან პატარა სივრცე ჰქონდა),სამი კოსმონავტი ჩაესვათ უსკაფანდროდ,რითიც ისინი სივრცეს მოიგებდნენ.თუმცა მათი ბედი ხომალდის ჰერმეტულად დახურულ სივრცეზე იყო დამოკიდებული,შესაბამისად ისინი აშკარა საფრთხის წინაშე იდგნენ,რადგან კოსმონავტების სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა.კოსმონავტები ამ უჩვეულო პროგრამისა იყვნენ პაველ ბელიაევი,ალექსანდრე ლეონოვი (მეთაური) და ევგენი ხრუნოვი.აღნიშნული ავანტურა მართლაც განხორციელდა 1965 წელს და ამასთანავე ალექსანდრე ლეონოვი ისტორიაში,პირველი ადამიანი გახდა ვინც ღია კოსმოსში გავიდა 1965 წლის 18 მარტს.მიუხეედავად ასეთი ავანტურისა,კოსმონავრები დედამიწას მშვიდობიანად დაუბრუნდნენ. (ავტორი გენია.ჯი) რაღა თქმა უნდა აღნიშნული ფაქტი საბჭოთა პრესის უმთავრესს თემად იქცა და ყველაზე მეტად აქცენტს იმაზე ამახვილებდნენ,რომ “ამერიკელებს დაასწრეს ჯგუფურ კოსმოსურ გაფრენაშიც”.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ამერიკელმა ასტრონავტებმა შემდგომ ორ წელიწადში 10 ჯგუფური გაფრენა განახორციელეს,თუმცა საბჭოებისთვის ამას უკვე არავითარი ღირებულება აღარ გააჩნდა,რადგან “ისინი ხომ პირველები” იყვნენ ვინც აღნიშნული მეთოდით კოსმოსი დაიპყრო. (ავტორი გენია.ჯი)
კოსმოსური ხომალდი – “ვოსხოდ 2″