ალბრეხტ დიურერი – “ქრისტე მასწავლებლებს შორის”
“ქრისტე მასწავლებლებს შორის” - გახლავთ გენიალური გერმანელი მხატვრისა და გრაფიკოსის - ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) მიერ შექმნილი ტილო,დახატული 1506 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ – ვენეციაში.სურათი დათარიღებულია თავად მხატვრის მიერ და აწერია,რომ “შეიქმნა ხუთ დღეში”.დიურერმა აღნიშნული სურათი დახატა იმ პერიოდში,როდესაც იგი მუშაობდა საკურთხევლის მოხატვაზე ერთ-ერთ ტაძარში. (ავტორი გენია.ჯი) 1506 წლის 23 სექტემბრით დათარიღებულ წერილში,დიურერი თავის მეგობარს,ცნობილ გერმანელ ჰუმანისტს – ვილიბალდ პირკჰაიმერს წერდა (ნაწყვეტი): “აქვე გაიგებთ,რომ ჩემს მიერ საკურთხეველის მოხატვა დავასრულე,თუმცა ამასთან ერთად შევქმენი ახალი ტილო,რომლის მაგვარი მანამდე არასოდეს შემიქმნია”.როგორც მკვლევარები მიიჩნევენ,ახალ ტილოში,რომლის მაგვარიც მხატვარს მანამდე არ შეექმნა,გულისხმობდა სურათს – “ქრისტე მასწავლებლებს შორის”. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტთა ვარაუდით აღნიშნული ტილო დიურერმა დახატა იმისათვის,რომ იგი მიეძღვნა და ეჩუქებინა მისი მეგობრისათვის,ცნობილი იტალიელი მხატვარისათვის – ჯოვანი ბელინისათვის (1430-1516 წლები),რომელთანაც დიურერს იმ პერიოდში ძალიან თბილი ურთიერთობა აკავშირებდა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ტილო,რომელიც ჯოვანი ბელინის სახლში ეკიდა,ნახა დიდმა იტალიელმა მხატვარმა ლორენცო ლოტომ (1480-1556 წლები),რომელმაც ტილოზე გამოსახული ერთ-ერთი პერსონაჟი თავის მიერ დახატულ ტილოზეც კი გადაიტანა. (ავტორი გენია.ჯი) ტილოზე გამოხატული სიუჟეტი ,აღებულია “წმინდა წერილიდან” და ასახავს სიუჟეტს 12 წლის იესოს იერუსალიმში ყოფნის პერიოდში,როდესაც იგი სამი დღის მანძილზე სახლში არ დაბრუნებულა,რა დროსაც შეშფოთებულმა მშობლებმა იესო იერუსალიმის ტაძარში აღმოაჩინეს,იმ დროს,როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძენ სწავლულებთან დისკუსიაში იყო ჩართული.სურათმა თავიდანვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა და დღემდე მიიჩნევა ალბრეხტ დიურერის ერთ-ერთ საუკეთესო შედევრად.დღესდღეობით სურათი – “ქრისტე მასწავლებლებს შორის” დაცულია ქალაქ მადრიდის ტისენა-ბორნეისის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კერძო გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)