მიქელანჯელო ბუონაროტი – “მადონა ბრიუგე”
“მადონა ბრიუგე” - ინგლისურ ენაზე ‘Madonna of Briuges”,წარმოადგენს 1501-1504 წლებში,მარმარილოსაგან შექმნილ გენიალურ ქანდაკებას,უდიდესი იტალიელი მოქანდაკის,მხატვრის,არქიტექტორისა და პოეტის - მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონის (1475-1564 წლები) მიერ.ქანდაკების სიმაღლე 128 სანტიმეტრს შეადგენს და იგი მალევე იქნა დამზადებული მას შემდეგ,რაც მიქელანჯელომ დაასრულა მუშაობა ვატიკანის “პიეტაზე”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “მადონა ბრიუგე” გახლავთ ერთადერთი ქანდაკება მიქელანჯელოსი,რომელიც მისსავე სიცოცხლეში იქნა იტალიიდან გატანილი,რათა მას დაევანა ბელგიის ულამაზესი ქალაქის ბრიუგეს ნორტ-დამის გოთიკური სტილით ნაგებ ტაძარში. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ქანდაკება განკუთვნილი გახლდათ ეკლესიის საკურთხევლისათვის,თუმცა იგი თავისი მრავალი პარამეტრის მიხედვით არ შეესაბამებოდა საეკლესიო კანონიკებს,რადგან როგორც წესი მადონა ყრმა იესოს ხელში არ იჭერს და ამასთანავე მას არც კი უყურებს.მისი მზერა აბსოლუტურად სხვა მხარესაა მიმართული,ხოლო იესო თითქოს ცდილობს დედის კალთიდან გამოვიდეს და კაცთა მოდგმის სამყაროში შემოაბიჯოს. (ავტორი გენია.ჯი) მიქელანჯელოს გენიალურ ქმნილებას – “მადონა ბრიუგე”-ს ორჯერ მოუწია ბრიუგეს დატოვება: რევოლუციის (1792-1802 წლები) და მეორე მსოფლიო ომის პერიოდებში.1944 წელს,გერმანელმა ოკუპანტებმა ქალაქის დატოვებისას ქანდაკება “წითელი ჯვრის” მანქანით შენიღბულად გაიტანეს,თუმცა მოგვიანებით,გერმანელთა საბოლოო მარცხის შემდგომ ის კვლავ ბრიუგეში დააბრუნეს. მას შემდეგ,რაც ვატიკანში ერთ-ერთმა ფანატიკოსმა ჩაქუჩით დააზიანა მიქელანჯელოს მეორე გენიალური ქმნილება “ქრისტეს დატირება”,ბრიუგეს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება “მადონა ბრიუგე”-ს უსაფრთხოების დაცვისა და 1972 წელს იგი შემოსაზღვრულ იქნა ტყვიაგაუმტარი მინით.დღესდღეობით მიქელანჯელო ბუონაროტის დიდებული ქმნილება – “მადონა ბრიუგე” განთავსებულია ქალაქ ბრიუგეში მდებარე “ღვთისმშობლის ტაძარში”. (ავტორი გენია.ჯი)