ჰარუკი მურამაკი – “მიწისქვეშეთი”
“მიწისქვეშეთი” - თანამედროვე იაპონელი მწერლის,ნოველისტისა და მთარგმნელის - ჰარუკი მურამაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოკუმენტალური ჟანრის რომანია,რომელიც ეძღვნება ტოკიოს მეტროში მომხდარ საშინელ მოვლენას: “ზარინის აირის გაშვებას”,რომელიც განხორციელდა 1995 წლის 20 მარტს,ნეორელიგიური ორგანიზაციის (სექტის) – “აიმ სინრიკიო”-ს მიერ.რომანში მწერალს აღეწრილი აქვს 62 თვითმხილველის ნაამბობი,რომლებსაც დეტალურად აქვთ აღწერილი ამ საშინელი მოვლენის თითოეული დეტალი,ამიტომ მწერალს მხოლოდ რეალური ფაქტები აქვს აღწერილი,ყოველგვარი ლიტერატურული შეფერილობის გარეშე. (ავტორი გენია.ჯი) მასში აღწერილია ის მოვლენა,როდესაც მეტროს სამგზავრო ვაგონში ამ სექტამ განახორციელა ტერორისტული აქტი მგზავრების მიმართ.მწერალი წიგნის პროლოგში აღნიშნავს,რომ 1996 წლის იანვრიდან – დეკემბრის ჩათვლით,თხოვნით მიმართა ყველა თვითმხილველს აღეწერათ მისთვის იმ დროს მომხდარი საშინელი მოვლენის შესახებ ყველაფერი,რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს.მწერლის წინადადებაზე თითქმის ყველა თვითმხილველმა თანხმობა განაცხადა და ყველა მათგანი აუდიო აპარატურით ჩაწერა.მიუხედავად შეთანხმებისა,რომელიც მწერალმა მათ დაუდო ინტერვიუს დროის შესახებ (შეთანხმება ორ საათ დრომდე ჰქონდა მიღწეული),თუთოელ მათგანთან ინტერვიუ საშუალოდ სამ-ოთხ საათს გაგრძელდა.სხვადასხვა მონაცემების თანახმად აღნიშნულ სასინელ აქტს 10-დან 12 ადამიანამდე ემსხვერპლა,ხოლო 5000-დან 6500 ადამიანამდე კი მოიწამლა.მწერალმა მათი ჩანაწერები წიგნად აღწერა და სათაურად “მიწისქვეშეთი” უწოდა.აღნიშნულ ტერაქტში სულ ხუთი პირი მონაწილეობდა: იკუო ჰაიასი (სექტის “მეცნიერებათა და ტექნიკის სამინისტროს” ყოფილი თანამშრომელი – დოქტორი.აღნიშნულ ორგანიზაციას ასეთი სამინისტრო გააჩნდა),რომელსაც გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო,სიკვდილით დასჯის ნაცვლად შეუფარდეს – სამუდამო პატიმრობა. (ავტორი გენია.ჯი) კენიტი ჰიროსე – (ფიზიკისა და ქიმიის სპეციალისტი,რომელიც ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ სპეციალურად იქნა მივლინებული სექტის “მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროში”,სადაც იგი წამყვანი სპეციალისტი გახლდათ ქიმიის დარგში),მან ზარინის აირის ორი პაკეტი – ოტიანომიძუს მეტროს სადგურზე გაუშვა,რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,358 ადამიანი კი მოიწამლა,ან ტრამვა მიიღო პანიკის დროს ატეხილი ჭყლეტისას.მას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ჩამოხრჩობით.ტორუ ტოიოდა – (ერთ-ერთი საუკეთესო ფიზიკის სპეციალისტი,რომელმაც “ელიტური ლაბორატორიის” საკანდიდატო დისერტაციაც კი დაიცვა და სექტის “მეცნიერებათა და ტექნიკის სამინისტროს” ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი გახლდათ).სწორედ იგი გახლდათ ზარინის საიდუმლოდ წარმოების პასუხისმგებელი პირი სექტაში.მან ზარინის პაკეტი მეტროსადგურებ ნაკა-მეგუროსა და ებისუს შორის აამოქმედა,რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,ხოლო 532 ადამიანმა მოწამვლა და ტრამვა მიიღო.მიესაჯა სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით.მასატო იოკოიამა – (ტოკაის ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის კურსდამთავრებული და სექტის “მეცნიერებათა სამინისტროს” უფროსის მოვალეობის შემსრულებელი).მან მეტროსადგურ იოცუიაზე აამოქმედა მომწამვლელი აირი,რასაც 250 ადამიანის დაზიანება მოყვა. (ავტორი გენია.ჯი) მეხუთე კი გახლდათ – იასუო ჰაიასი (კოგაკუინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,სადაც იგი შეისწავლიდა ხელოვნურ ინტელექტს.იგი სექტის “მეცნიერებათა სამინისტროში” მესამე პირი გახლდათ გავლენით.მან აკიბაჰარას მეტროსადგურზე სამი პაკეტი ზარინის აირი აამოქმედა,რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,ხოლო 2475 ადამიანმა კი დაზიანება მიიღო.რადგან მან ყველაზე დიდი სასაკლაო მოაწყო “სიკვდილის მანქანაც” კი უწოდეს.მიესაჯა სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ოთხ მათგან ორ-ორი პაკეტი ზარინის აირი ჰქონდათ,ხოლო ერთს – იასუო ჰაიასის კი სამი პაკეტი და მათ ყველა მათგანი მოქმედებაში მოიყვანეს.ხუთი პირიდან,ყველა მათგანი მეტროსადგურებამდე თავიანთმა მძღოლებმა მიიყვანეს: ტომომიმუ მიიცის,კოიტი კიტამურას,სიგეო სუგიმოტოს და კაცუა ტაკასაჰის სიკვდილით დასჯა შეუფარდეს,ხოლო ერთ მათგანს: კიოტაკა ტონოძაკის კი სამუდამო პატიმრობა.აქვე მწერალს მოჰყავს იაპონიის პრემიერ მინისტრის ცნობილი სიტყვები: “ვერავის წარმოედგინა,რომ ასეთი ტერორისტული აქტის მოწყობა თუ ვიმეს შეეძლო”.რომანში ფაქტიურად მთავარი გმირის პერსონაჟი არ არსებობს და იგი გადმოცემულია თითოეული თვითმხილველის თხრობის სახით და ყოველივე გადმოცემულია ისეთივე დროის რიგით,როგორც მოვლენები განვითარდა.რომანში აღწერილია ყოველი წვრილმანი,რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს და გამოქვეყნების შემდეგ უდიდესი ინტერესის მქონე ნაწარმოებად იქცა მოსახლეობაში. (ავტორი გენია.ჯი)