ვახუშტი კოტეტიშვილი – “ჩაკრულო”

სიმღერავ ქართულო,

მარტივო და რთულო,

უნაზეს სიმებად,

სირმებად დართულო,

ცამდე აღმართულო,

სართულზე სართულო,

წიაღით მომსკდარო,

სილაღით გართულო.

მრავალგზის ჩაგრულო,

სულო ვერჩაკრულო_

“ჩაკრულო”!