მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლიდან…
„ასი წლის წინ, დიდმა ამერიკელმა, ვისი სიმბოლური მონუმენტის ქვეშაც დღეს შევიკრიბეთ, ხელი მოაწერა მონობისაგან გათავისუფლების დეკლარაციას…
მაგრამ ასი წლის გასვლის შემდეგ, ჩვენ ვალდებული ვართ, ვაღიაროთ ტრაგიკული ფაქტი, რომ შავკანიანი ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი…
ასი წლის შემდეგ შავკანიანი მატერიალური განვითარების უზარმაზარი ოკეანის შუაში ამოსულ სიღარიბის უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობს…
ვიდრე შავკანიანებს მათი მოქალაქეობრივი უფლებები არ მიეცემათ, ამერიკა ვერ ნახავს ვერც უშფოთველობას და ვერც სიმშვიდეს. რევოლუციური ქარიშხლები გააგრძელებენ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლის რყევას იქამდე, ვიდრე სამართლიანობის დღე არ დადგება…
ჩვენ ჩვენი ბრძოლა ყოველთვის ღირსების და დისციპლინის კეთილშობილური პოზიციიდან უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჩვენი პროტესტის ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდა. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ სულიერი ძალის ფიზიკურ ძალასთან დაპირისპირებით უმაღლესი მწვერვალების მისაღწევად უნდა ვისწრაფოთ…
დღეს მე გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, რომ წინააღმდეგობის და იმედგაცრუების მიუხედავად, მაქვს ოცნება. ეს ოცნება ღრმად არის დაკავშირებული ამერიკულ ოცნებასთან. მე მაქვს ოცნება, რომ დადგება დღე, როცა ჩვენი ერი მიიღებს და ბოლომდე გაიზიარებს თავისი მრწამსის ნამდვილ მნიშვნელობას, რომ „ყველა ადამიანი თანასწორია”.
მე მაქვს ოცნება, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ ქვეყანაში, სადაც მათ კანის ფერის მიხედვით კი არ შეაფასებენ, არამედ იმით, თუ რას წარმოადგენენ ისინი…
მე მაქვს ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჯორჯიის წითელ მთებზე ყოფილი მონების შვილები და ყოფილი მონათმფლობელების შვილები ერთად მიუსხდებიან ძმობის მაგიდას.
და თუკი ამერიკას უწერია, დიდი ერის სახელი ერქვას, მაშინ ჩემი ოცნება ახდება”! (ავტორი გენია.ჯი)