“მელუჰა”

“მელუჰა” - გახლდათ დღემდე საიდუმლოებით მოცული ქვეყანა,რომელთანაც უძველეს ცივილიზაციას კაცობრიობის ისტორიაში – შუმერებს,ფართოდ ჰქონდათ საზღვაო ვაჭრობა გამართული.“მელუჰა”-ს შესახებ ცნობები დაცულია უძველეს შუმერულ და აქადეურ ტექსტებში,თუმცა ამ ქვეყნის ადგილმდებარეობაზე დავა დღესაც გრძელდება და საბოლოოდ დადგენილი არ არის მისი საზღვრები. (ავტორი გენია.ჯი) შუმერულ ტექსტებში მასიურად მოიხსენიებოდა სამი ქვეყანა,რომელთანაც მათ ვაჭრობა ჰქონდათ,ესენია: მაგანი (ზუსტად ადგილმდებარეობა უცნობია,თუმცა ვარაუდობენ თანამედროვე ომანის ტერიტორიას),დილმუნი (შესაძლო კუნძული თანამედროვე ბაჰრეინისა) და მელუჰა.როგორც ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს,სიტყვა “მელუჰა” მომდინარეობს შუმერული დასახელების რეგიონიდან,რომელიც აღნიშნავდა დასავლეთ ინდოეთის რეგიონს,სადაც მდებარეობდა უძველესი ინდის ცივილიზაცია.ცნობილი ფინელი ისტორიკოსი,ინდოლოგი და მკვლევარი – ასკო პარპოლა მიიჩნევს,რომ სიტყვა “მელუჰა” მართლაც შუმერული ენიდან მომდინარეობდა და აღნიშნული ქვეყანა ინდოეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.ამიტომ ეს სახელწოდება სანსკრისტულ ენაშიც აისახა სიტყვით: “მლეჩჰა”,რომელიც აღნიშნავს “უცხოს”,”ბარბაროსს”. (ავტორი გენია.ჯი) გვიანდელი ტექსტების მიხედვით დაფიქსირებულია ასურეთის მეფის – აშურბანიპალას (ძვ.წ.აღ-ით 668-627 წლები) დასკვნები,იმის შესახებ,რომ “მელუჰა” მდებარეობდა აფრიკაში,კერძოდ ეგვიპტის სიახლოვეს,თუმცა აღიშნული ინფორმაცია მას შემდეგ იქნა გაკეთებული რაც ინდის ცივილიზაცია დიდი ხნის წინათ იქნა გამქრალი.უძველესი შუმერული და აქადეური ტექსტების მიხედვით უეჭველი ფაქტია,რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა თუმცა,ამ ქვეყნის ადგილმდებარეობის შესახებ დისკუსიები დღემდე გრძელდება. (ავტორი გენია.ჯი)