“ტუნდიანი”
“ტუნდიანი” - გახლავთ ჩინური ენციკლოპედიური ტექსტები ტანის ეპოქისა (618-907 წლები),რომლის შექმნასაც მიაწერენ ჩინელ ისტორიკოსს – დუ იუს.თუმცა მასში გამოყენებულია სხვა ავტორების ნაშრომებიც.იგი დამყარებულია ბევრად ადრინდელ ისტორიულ მასალებზე,ვიდრე ტანის ეპოქა იყო და აღწერს ისტორიულ მოვლენებს,დაწყებული უძველესი ჩინეთის ისტორიისა – ახ.წ.აღ-ით 756 წლამდე.”ტუნდიანი” იყოფა 9 ნაწილად და იგი გახლდათ რელევანტური (ფასეული,მნიშვნელოვანი) მასალები იმპერატორთა მმართველობისათვის.საბოლოოდ ამ ენციკლოპედიური ტექსტების დაწერა დასრულდა 801 წელს,თუმცა მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულად მიიჩნევა,მათ შორის დიდი ჩინელი ისტორიკოსის – ლუ ჩჟის – “პოლიტიკური ტრაქტატი”. (ავტორი გენია.ჯი) “ტუნდიანმა” დიდი გავლენა იქონია და ერთგვარ პროტოტიპულ ნაშრომებად იქცა ისეთი გამოჩენილი ჩინელი სწავლულებისათვის,როგორებიც იყვნენ: დიდი ჩინელი ენციკლოპედისტი და ისტორიკოსი – ჟენ ციაო (1104-1162 წლები) და გამოჩენილი ჩინელი ენციკლოპედისტი – მა დუანილინი (1245-1325 წლები) ნაშრომებისათვის.დღედღეობით “ტუნდიანი” ერთ-ერთი უდიდესი ჩინური ისტორიული,საგანმანათლებლო და კულტურული ღირებულების ძეგლია,რომელიც დაცულია ჩინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. (ავტორი გენია.ჯი)