“კარაკური-ნინგო”
“კარაკური-ნინგო” - გახლავთ იაპონური ხელოვნების დარგი,რომლის მიხედვითაც იქმნებოდა “მექანიკური თოჯინები” XVIII-XIX საუკუნეების იაპონიაში.თავად სიტყვა “კარაკური”,ითარგმნება,როგორც: “მექანიკური მოწყობილობა,შექმნილი იმისათვის,რათა გააბრაზოს,მოატყუოს და გააოცოს ადამიანი”.სიტყვა “ნინგო” კი იაპონურად იწერება ორი სიმბოლოთი. (ავტორი გენია.ჯი) იგი გამოხატავს “ადამიანს” და “ფორმას”,ამიტომ შესაძლოა ითარგმნოს,როგორც “მარიონეტი”.სულ არსებობს სამი სახეობა “კარაკური-ნინგო”-სი,ესენია: ბუტაი კარაკური (გამოიყენება თოჯინების თეატრში),ძასიკი კარაკური (გამოიყენება ბავშვების სათამაშოდ ოთახის სივრცეში) და დასი კარაკური (გამოიყენება რელიგიურ დღესასწაულებზე).დღევანდელობაში “კარაკური-ნინგო” იქმნება და იყიდება ძველებური ფორმებით.ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი აღნიშნული თოჯინებისა გახლავთ კომპანია: “Gakken”-ი,რომელიც “კარაკური-ნინგოს” მექანიკურ თოჯინების სამ ტიპს აწარმოებს. (ავტორი გენია.ჯი)