“ბორჯიას კოდექსი”
“ბორჯიას კოდექსი” - გახლავთ მესოამერიკული რელიგიური და წინასწარმეტყველური უძველესი მანუსკრიპტი,რომელიც მეცნიერთა ვარაუდით შექმნილი უნდა ყოფილიყო თანამედროვე მექსიკის შტატის პუებლას ტერიტორიაზე,კონკისკადორთა მიერ მექსიკის დაპყრობამდე.აღნიშნული უნიკალური კოდექსი გამოირჩევა მრავალი ნახატი სურათებით,რომელთა ხატვის სტილით თუ ვიმსჯელებთ,უნდა განეკუთვნებოდეს გვიანდელი ხანის პოსტკლასიკურ პერიოდს ცენტრალური მექსიკისა. (ავტორი გენია.ჯი) “ბორჯიას კოდექსი” წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაწილს წიგნისა,ბორჯიას მანუსკრიპტთა ჯგუფისა.აღსანიშნავია,რომ სწორედ ბორჯიას კოდექსი გახდა თაუწყარო სხვა აღმოჩენილი მანუსკრიპტებისა,რომელთაც შემდეგში ბორჯიას მანუსკრიპტთა ჯგუფი ეწოდა.თავად კოდექსი შედგება 39 ფურცლისაგან,რომლებიც დამზადებუია სხვადასხვა ცხოველის ტყავისაგან.ყოველი ფურცლის ზომა 27 სანტიმეტრი სიგრძე – 27 სანტიმეტრ სიგანეზეა.საერთო სიგრძე “ბორჯიას კოდექსის” ფურცლებისა შეადგენს 11 მეტრს სიგრძეში.ფურცლების ორივე მხარეები სრულიად დასურათებულია და მასზე გამოსახულია ნაწერებიც,რომლებიც მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. (ავტორი გენია.ჯი) სახელწოდება “ბორჯიას კოდექსი” მას მიენიჭა ცნობილი იტალიელი კარდინალის და უძველესი ხელნაწერების კოლექციონერის – სტეფანო ბორჯიასი (1731-1804 წლები),რომელიც ფლობდა აღნიშნულ კოდექსს,მანამ,სანამდე იგი არ სეისყიდა ვატიკანმა,საკუთარი უძვირფასესი ბიბლიოთეკისათვის.კოდექსში გადმოცემულია უძველესი ნიშნები,ღმერთები,მსხვერპლთშეწირვების რიტუალები,მითოლოგიები და სხვა მოვლენები.აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ იგი შექმნილია ურთულესი იკონოგრაფიული მეთოდით და მრავალი რამ,აღწერილი წიგნში დღესაც გაუშიფრავია.დღესდღეობით “ბორჯიას კოდექსი” დაცულია ვატიკანის უდიდესს და უმდიდრეს ბიბლიოთეკაში. (ავტორი გენია.ჯი)