ნანაუაცინი

ნანაუაცინი” - მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “ნანაუატლი”.იგი გახლდათ აცტეკთა ღვთაება,რომელიც მსოფლიოს მეხუთე ეპოქის დასაწყისში გადაეშვა ცეცხლში და იქცა მზედ.აცტეკთა მითოლოგიის თანახმად “ახალი სამყაროს” შექმნის შემდეგ,შეიკრიბნენ ღმერთები რათა გადაეწყვიტათ ის,თუ ვინ იქნებოდა მზის ღმერთი.ამიტომ მათ დაანთეს დიდი ცეცხლი და ყოველი მათი რჩეული ცეცხლში უნდა გადამხტარიყო,თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო,რომ ვერც ერთმა რჩეულმა მასში შესვლა ვერ შეძლო. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოოდ აღნიშნული მისია საკუთარ თავზე აიღო “ნანაუაცინმა”,რომელიც კანის დაავადებით იტანჯებოდა,იგი გადაეშვა ცეცხლში.მასთან ერთად კი ცეცხლში ტეკისტეკატლი,რომელმაც მანამდე სამჯერ სცადა ცეცხლში შესვლა,თუმცა ვერ შეძლო.ყოველივე ამის შემდგომ “ნანაუაცინი” იქცა მზედ და მიანიჭეს სახელი “ტონატიუ”,ხოლო ტეკისტეკატლი იქცა მთვარედ და ეწოდა – “მეცტლი”.აცტეკთა მითოლოგიის მიხედვით,მზე და მთვარე უძრავი სხეულები იყვნენ მანამ,სანამ სხვა ღმერთებმაც არ შეწირეს საკუთარი თავი,რის შემდეგადაც ისინი მოძრავი სხეულები გახდნენ. (ავტორი გენია.ჯი) “ნანაუაცინი” გარდა აცტეკთა მითოლოგიისა,მოხსენიებულია სხვადასხვა ხალხის მითოლოგიებსა თუ ლეგენდებში,მაგალითად: “კეცალკოატლის” (ერთ-ერთი მთავარი ღმერთი აცტეკური პანთეონისა.ძველი ამერიკის მთავარი ღმერთი) ლეგენდაში,სადაც ნანაუაცინი მას ეხმარება პირველი მოსავლის აღებაში,რომელიც ადამიანთა მოდგმის საკვებად იქცა.”ნანაუაცინი”გარდა იმისა,რომ გახლდათ მზის ღმერთი,იგი მფარველი იყო ასევე კანით დაავადებული ადამიანებისა.”ბორჯიას კოდექსში” იგი გამოსახულია ადამიანის სახით,რომელიც ცეცხლის ალისაგან ჩნდება.”ნანაუაცინი” აცტეკი ხალხისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღვთაებას წარმოადგენდა და მის სახელზე უამრავ ღონისძიებასაც მართავდნენ ისინი. (ავტორი გენია.ჯი)