მანცინელა
მანცინელა - მოიხსენიებენ ასევე, როგორც “მანშინელა”. იგი გახლავთ ტროპიკული მცენარე რძიანისებრნთა ოჯახისა, რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში, კოლუმბიაში, ვენესუელაში, მექსიკასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე.მათი სიმაღლე 15 მეტრამდეა და ისხამენ ნაყოფს,რომელიც ძალიან ჩამოჰგავს ვაშლს,რომელიც მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.”მანცინელა” ფართოდ მას შემდეგ გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი,რაც მისი შხამიანი ნაყოფის შესახებ გახდა ცნობილი და რაც აღსანიშნავია იგი ერთ-ერთ ყველაზე შხამიან მცენარედ არის მიჩნეული დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ამ მცენარის შესახებ ცნობები მოგვაწოდა ესპანელმა ისტორიკოსმა და სასულიერო პირმა – პედრო სესა დე ლეონმა (1518-1554 წლები),თავის წიგნში: “პერუს ქრონოკები”,რომელიც მის მიერ დაწერილ იქნა 1553 წელს.ამ მცენარეს მოიხსენიებენ,როგორც “ბოროტების ხე”,რადგან მისი ყოველი ნაწილი შხამით არის გაჟღენთილი ,რის გამოც მასზე შეხებაც კი შეუძლებელია.ცნობილი ბუნებისმეტყველის ჩარლზ დარვინის ბაბუა – ერაზმ დარვინი,რომელიც ასევე ცნობილი ნატურალისტი იყო “მანცინელას” შესახებ წერდა,რომ მასზე შეხება ყოვლად დაუშვებელი იყო და იგი იმდენად შხამიანი გახლდათ,რომ ოდნავ შეხების დროსაც კი მთელ კანს წვავდა და მის ჩრდილში გაჩერებაც კი საფრთხეს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე აღნიშნავდა,რომ მის რძიან ნაყოფს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.ესპანური ენით თარგმანიდან მანცინელა აღნიშნავს “ვაშლს”,თუმცა ამ ნაყოფის მიღება ყოვლად დაუშვებელია.ამასთანავე ისიც გასათვალისწინებელია,რომ მისი შესად გამოყენებაც ფრიად საფრთხის შემცვლელია,რადგან იწვევს თვალების წვასა და თავის საშინელ ტკივილებს.”მანცინელა” დღემდე ყველაზე შხამიან მცენარეთა სახეობას განეკუთვნება დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი)