დენი დე სალო – “პირველი სამეცნიერო ჟურნალის ფუძემდებელი”
პირველი ლიტერატურულ-სამეცნიერო ჟურნალის ევროპაში,რომელიც ოფიციალურად გამოიცა პარიზში 1669 წლის 5 იანვარს,სახელწოდებით: “journal des savants” (მეცნიერთა ჟურნალი),ავტორი გახლდათ პარიზის პარლამენტის მრჩეველი,ფრანგი - დენი დე სალო (1626-1669 წლები).1663 წელს მას მიენიჭა პრივილეგია გამოეცა პირველი სამეცნიერო-ლიტერატურული ჟურნალი,თუმცა მან ამის განხორციელება მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ იგი არ იყო ცნობილი სამეცნიერო წრეებისათვის,მისს ერთგვარ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მრავალმხრივი ინტერესები სხვადასხვა მეცნიერებების მიმართ,რომელთაც საკუთარ ბლოკნოტებში შენიშვნების სახით იწერდა წლების მანძილზე სხვადასხვა წიგნებიდან.საბოლოო ჯამში მას უამრავი საინტერესო ინფორმაციები დაუგროვდა და გადაწყვიტა გამოეცა სამეცნიერო-ლიტერატურული ჟანრის ჟურნალი,რომელშიც ყველა საინტერესო მოვლენას აღწერდა.თემები კი მართლაც მრავალფეროვანი გახლდათ: ფიზიკა,ქიმია,ბუნებისმეტყველება,ასტრონომია,ბუნებრივი მოვლენები და სხვა.მისმა ჟურნალმა საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა და დიდი ინტრიგების მსხვერპლიც შეიქნა,რის გამოც იძულებული გახდა რამდენიმე თვეში შეეწყვიტა მისი პერიოდული გამოცემა და შესაბამისად ჩამოერთვა ის პრივილეგია,რომელიც მას ადრე ჰქონდა მინიჭებული ჟურნალის გამოსაცემად. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მომდევნო წელს აღნიშნული პრივილეგია გადაეცა მათემატიკოსსა და ელინისტს,პარიზის მეცნიერთა აკადემიის წევრს – აბატ ჟ. გალუას,თუმცა ისიც ცნობილია,რომ ჟურნალი ძალიან იშვიათად გამოიცემოდა,განსხვავებით დენი დე სალოს გამოცემისაგან,მაგალითად: 1675 წლიდან – 1684 წლების ჩათვლით ჟურნალის მხოლოდ ორი ნომერი იქნა გამოცემული.მოგვიანებით როდესაც ჟურნალის რედაქტორობა აბატ დე ლა როკს გადაეცა,ბევრად უფრო მასიური სახე მიიღო მისმა გამოცემამ და თვეში ორჯერ გამოიცემოდა მის მიმართ დიდი ინტერესის გამო.1789-1794 წლებში საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ გამოცემა დაიხურა,თუმცა 1816 წელს კვლავ განახლდა მისი გამოცემა,რომელიც 1916 წლამდე გაგრძელდა,ამ წელ კი მისი გამოცემა საბოლოოდ შეწყდა,თუმცა იგი პირველი სამეცნიერო-ლიტერატურული ოფიციალურად დაარსებული ჟურნალი გახლდათ ევროპაში. (ავტორი გენია.ჯი)