ლოპე დე ვეგა – “ეპიზოდი”
“ბაროკოს ეპოქის” ერთ-ერთი გამოჩენილი ესპანელი დრამატურგი და პოეტი - ლოპე დე ვეგა (1562-1635 წლები),ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში კითხულობდა ესპანურ და ლათინურ ენებზე.10 წლის ასაკიდან ლათინურიდან თარგმნიდა ლექსებს,ხოლო 12 წლის გახლდათ,როდესაც თავისი პირველი პიესა დაწერა,რომელმაც მას დიდი აღიარება მოუტანა.სულ ამ უდიდესი დრამატურგისა და პოეტის კალამს,თავისი შემოქმედების ეპოქაში 1800 პიესა ეკუთვნის,რომელთაგან დღემდე 425-ია შემორჩენილი. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე აღსანიშნავია ისიც,რომ ისინი ყველა ლექსის წყობით არის დაწერილი.ერთ-ერთი მეცნიერის გათვლებით ლოპე დე ვეგას ასტრონომიული რაოდენობის სტროფი აქვს დაწერილი და მათი საერთო რაოდენობა 21,316,000-ია. (ავტორი გენია.ჯი) თითოეულ პიესაზე დრამატურგი მაქსიმუმ სამი დღე მუშაობდა,გარდა პიესებისა იგი წერდა რომანებს და ნოველებს.ასევე მის კალამს ეკუთვნის 20 პოემა და ათასობით ლირიკული და სატირული ჟანრის ლექსები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ლოპე დე ვეგას მისმა შემოქმედებამ 105,000 ოქროს მონეტა მოუტანა,რამაც იგი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში პირველ “მილიონერ” დრამატურგადაც აქცია. (ავტორი გენია.ჯი)