ჯორჯ ბერნარდ შოუ – “კრივის მოყვარული დრამატურგი”

გენიალური ირლანდიელი დრამატურგი და ნობელიანტი მწერალი - ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები), “კრივის” დიდი მოყვარული გახლდათ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მწერალს კრივის არა ერთ შეჯიბრებაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა.დაწვრილებით ამ ინფორმაციის შესახებ ცნობილი ხდება ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტისა და მწერლის – ბენი გრინის წიგნის მიხედვით,სახელწოდებით: “შოუს ჩემპიონები”,რომელიც ლონდონში გამოიცა 1979 წელს.ბერნარდ შოუ კრივში გამოდიოდა საშუალო წონაში და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ცნობილი რომანი კრივის შესახებ: “პროფესია კეშელ ბაირონისა”. (ავტორი გენია.ჯი) დიდმა დრამატურგმა თავისი პირველი მწვრთნელი კრივში – ნედ დონელი,აღნიშნულ რომანში აღწერა და შეიყვანა – ნედ სკენტის სახელით.რომანმა დიდი მოწონება დაიმსახურა ისეთი ცნობილი მწერლებისა,როგორებიც იყვნენ: რობერტ სტივენსონი და უილიამ მორისი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ჯორჯ ბერნარდ შოუ არ ყოფილა ერთადერთი მწერალი,რომელიც კრივით იყო გატაცებული.ამ სპორტის სახეობის მოყვარულები და შეჯიბრებებში მონაწილეები გახლდათ ისეთი დიდი რომანტიკოსი-პოეტი,როგორიც იყო: ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები) და დიდი ამერიკელი მწერალი ჯონ გრიფიტ ჩეინი,იგივე – ჯეკ ლონდონი (1876-1916 წლები).ამასთანავე ისიც ცნობილია,რომ აღნიშნული მწერლებისათვის კრივი ერთ-ერთ შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)