“ბაჰლას ციხესიმაგრე”

“ბაჰლას ციხესიმაგრე” - გახლავთ შუა საუკუნეების ციტადელი ქალაქ ბაჰლაში,ჯაბალ ალ-აჰდარის მთათა სისტემის დაბალ ნაწილში (ომანის სასულთნო).იგი აგებულია კლდეზე და უდაბნოს ფონზე მართლაც ეფექტურად გამოიყურება.ციხე-სიმაგრე აგებულია XIII-XIV საუკუნეებში.ომანის ადგილობრივი მოსახლეობა მას მიიჩნევს როგორც ერთ-ერთ უძველესსა და მნიშვნელოვან ისტორიულ ნაგებობად იმ ოთხი ციხე-სიმაგრიდან,რომლებიც ომანის სასულთნოს ტერიტორიაზეა განლაგებული. (ავტორი გენია.ჯი) მისი აგების პერიოდისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ბანუ-ნებჰანის მოდგმის ხალხი და სწორედ მათ მიეწერებათ ამ უნიკალური შუასაუკენეების ახლო აღმოსავლეთის ციტადელის აგება.ამავე პერიოდს უკავშირდება ბაჰლას ოაზისისა და  ”ბაჰლას ციხესიმაგრის” აყვავების ხანა.იგი აგებულია ქვითა და თიხით (ალიზით) და შემოსაზღვრული იყო 12 კილომეტრიანი მასიური კედლით,რომელზეც 132 კოშკი იყო განთავსებული,თუმცა დღემდე მხოლოდ ექვსია შემორჩენილი.აღნიშნულ ციხესიმაგრეს 11 კარი ჰქონდა და მასში ცხოვრება დუღდა,თუმცა დრომ და შემოსევებმა იგი კატასტროფულად დააზიანეს.მიუხედავად იმისა,რომ “ბაჰლას ციხესიმაგრე” მასიურად ინგრეოდა და საფრთხის წინაშე იდგა,მისთვის მანამდე არ მიუქცევიათ ყურადღება,სანამ “იუნესკომ” 1987 წელს “მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში” არ შეიყვანა.1988 წელს კი იგი განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლთა სიაში შეიტანა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ 1993-99 წლებში ჩაუტარდა მასიური რესტავრაცია,რომელიც ომანის მთავრობას 9 მილიონი დოლარი დაუჯდა,რის შემდეგაც 2004 წელს უკვე ამოიღებულ იქნა განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიიდან,რასაც ხელი შეუწყო ადგილობრივი მთავრობის მიერ ძეგლზე ყურადღებისა და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებამ.”ბაჰლას ციხესიმაგრე” წარმოადგენს შესანიშნავ საფორთიფიკაციო არქიტექტურულ ძეგლს შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთისა.დღესდღეობით კი იგი ომანის სასულთნოს ერთ-ერთ ღიღშესანიშნაობად არის ცნობილი და ტურისტების ნაკლებობასაც არ განიცდის. (ავტორი გენია.ჯი)