ფარნავაზ I-ის შესახებ…
ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ქართული საისტორიო წყაროს – “ქართლის ცხოვრების” თანახმად,ერთ-ერთი ნადირობის დროს,იბერიის პირველ მეფეს,რომლის სახელსაც უკავშირებენ ქართული დამწერლობის (ანბანი) შექმნას - ფარნავაზ I-ს (ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეები),ადრეულ წლებში კლდის პირას წვიმამ მოუსწრო.ბედად მან ამოქოლილი ქვაბული დაინახა.მაშინ ფარნავაზმა ჩუგლუგით (მცირე ზომის წერაქვი) ამოშენებული კედელი გაარღვია და გამოქვაბულში შევიდა და”იხილა იქ განძი,ოქრო და ვერცხლი და ჭურჭელი ოქროსა და ვერცხლისა მიუწვდომელი”. (ავტორი გენია.ჯი) დედისა და დების დახმარებით ფარნავაზმა ხუთი ღამის განმავლობაში ეს განძი სახედრებით უხიფათო ადგილას გადაიტანა.შემდეგ ის ეგრისის გამგებელს – ქუჯის (ძვ.წ.აღ-ით 325-280 წლები) დაუკავშირდა,რომელსაც შეუთვალა: “მე ვარ ნათესავი უფლოსისა,მცხეთოსის ძისა და ძმისწული სამარა მამასახლისისა და არის ჩემთან ხვასტაგი (ქონება) დიდძალი.თუ ინებო მოვალ შენთან ჩემის ხვასტაგითა და ვიყოთ ძმებად და ვიხმაროთ ეს ხვასტაგი ორთავემ”.ქუჯიმ ამ წერილის საპასუხო წერილით ფარნავაზს შემოუთვალა: “შენ ხარ შვილი განმგებელთა ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა (უფროსობა,ბატონობა,როგორც აღმოსავლეთ ქართველს,ანუ ქართლოსის პირდაპირ ჩამომავალსო) ჩემი.აწ ნუ დაინანებ ხვასტაგსა შენსა,რათა გავამრავლნოთ სპანი და,თუ მოგვეცა ძლევა,შენ იყო უფალი ჩვენი და მე კი მონა შენი…. მაშინ ვზრახვენ (მიმართეს) ოვსთა და ლეკთა.ხოლო მათ გაიხარეს… და გამოყვნენ ოვსნი და ლეკნი და გაუმრავლდათ სპანი”.როგორც ისტორიულად ცნობილია ქუჯი – ფარნავაზის მთავარი მოკავშირე და თანამებრძოლი იყო.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო.ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა და იგი დიდი ქართველი მეფის ფარნავაზის გამარჯვებით დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) ქართლის მეფემ ერისთავ ქუჯის საკუთარი და მიათხოვა ცოლად და მათი მოკავშირეობა ნათესაობითაც განამტკიცა.ქუჯი ერისთავმა ეგრისის შუაგულში ააგო დიდი ქალაქი ციხე-გოჯი,რომლის ნანგრევებიც დღესაც უდიდეს გაოცებას იწვევს მნახველში.ძვ.წ.აღ-ით 320 წელს ფარნავაზ I-მა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო.ლეონტი მროველის გადმოცემის თანახმად,სწორედ ფარნავაზი გახლდათ ის ვინც ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა: “ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა”.ფარნავაზის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს უდიდესი ბურჯი ქალაქის – მცხეთის დაარსება და ფარნავაზიანთა დინასტიის საფუძვლის ჩაყრა სამეფო ტახტზე. (ავტორი გენია.ჯი)