ალბერტ აინშტაინის ბიოგრაფიიდან…

გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსის და ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერის - ალბერტ აინშტაინის (1879-1955 წლები),საუკეთესო ბიოგრაფი – კარლ ზეელიგი,დაინტერესდა იმით,თუ რამდენად გადაეცა ალბერტს დედისაგან მუსიკალური,ხოლო მამისაგან მეცნიერული ნიჭი.ამ საკითხზე აინშტაინს,კარლ ზელიგმა წერილით მიმართა,რაზეც წერილითვე მიიღო პასუხი,სადაც ეწერა:

“მე არ ვარ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი,მხოლოდ დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობით ვარ შეპყრობილი.ასე რომ,საკითხი მემკვიდრეობის თაობაზე გამოირიცხება”.
 
როდესაც ალბერტ აინშტაინი 11 წლის ასაკში გაეცნო უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსისა და მეცნიერის – ევკლიდე ალექსანდრიელის (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები) ნაშრომებს გეომეტრიის შესახებ,განცვიფრებული და აღფრთოვანებული წერდა:
“ევკლიდეს შესწავლას თერთმეტი წლის ასაკში შევუდექი… ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იყო,პირველი სიყვარულივით გამაბრუებელი. (ავტორი გენია.ჯი) არ ვიცოდი,ქვეყნად ასეთი განძი თუ მოიპოვებოდა.იგი ნამდვილად ენით აუწერელია.იქ შეიძლებოდა,მაგალითად ისეთი გამონათქვამების ამოკითხვა,როგორიც არის ერთ წერტილში სამკუთხედის სამი წვეროს გადაკვეთა; და მიუხედავად იმისა,რომ ასეთი გამონათქვამები სულაც არ იყო ცხადი,შეიძლებოდა მათი ისე საიმედოდ დამტკიცება,რომ ეჭვი საბოლოოდ გამოირიცხებოდა.ასეთმა სინათლემ და უეჭველობამ ჩემზე ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა”.
 
1930 წელს გამოჩენილმა ამერიკელმა გეომეტრმა და პროფესორმა – ოსვალდ ვებლენმა (1880-1960 წლები) ააგო პრისტონის უნივერსიტეტში სპეციალურად მათემატიკოსებისათვის განკუთვნილი შენობა. (ავტორი გენია.ჯი) მის საპროფესოროში,ბუხრის თავზე მიმაგრებულ მარმარილოს დაფაზე კი გადაწყვიტა დაეწერა ალბერტ აინშტაინის სიტყვები: “უფალი ღმერთი გაქნილია,მაგრამ არა – ბოროტი”.მიუხედავად პროფესორის უდიდესი სურვილისა,ალბერტ აინშტაინის თანხმობის გარეშე ის ამას ვერ გააკეთებდა,რის გამოც ოსვალდმა ამ საკითხის შესახებ ალბერტს წერილით მიმართა.სულ მალე ოსვალდ ვებლენს წერილის სახით დასტურის პასუხიც მოუვიდა ალბერტ აინშტაინისაგან და ამ წერილში არა მარტო თანხმობის შესახებ ეწერა არამედ ახსნილიც იყო თუ რა იგულისხმა ალბერტმა ზემოთ აღნიშნულ წინადადებაში: “უფალი ღმერთი გაქნილია,მაგრამ არა – ბოროტი”,ახსნა კი ასეთი გახლდათ:
 ”ბუნება თავის საიდუმლოს თავისი ამაღლებული შინაარსის გამო მალავს და არა – მზაკვრობის გამო”. (ავტორი გენია.ჯი)