ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები…

შესაძლოა,განიალურ ქართველ მგოსანს ვაჟა-ფშაველას აღარც მთაში ჰქონდა სიცოცხლის იმედი,თუმცა “მთის კალთებზე” ერჩივნა სიკვდილი.ყველანაირად იბრძოდა,იმდენად მომაგრებულიყო,მთამდე აეღწია.სანდროსა და შიო მღვიმელისათვის უთხოვია,მამადავითის ეკლესიასთან,კლდეში რომ წყარო გამოდის,ის უნდა როგორმე ჩამომიტანოთ,ჩვენ მთის წყაროებს ის უფრო ჰგავს და ცოტა იქნება მომასულიეროსო. (ავტორი გენია.ჯი) მეორე დღეს დოქით ჩამოუტანეს,დოქითვე მოიყუდა – ასე უყვარდა წყლის სმა,ბუერით თავდაცობილი სველი დოქიდან თუ თუნგიდან.ასე იყო ბავშვობიდანვე მთაში მიჩვეული და ახლაც მთის წყალი მთის წესზე დალია.ეამა ვაჟას – ძლივს ჩემი გემოს წყალი დავლიეო.გუნება გადაეწმინდა.მთის წყარომ მთის ფერდობზე აბიბინებული თავისი სათიბები გაახსენა – ავადმყოფობა რომ არა,ეხლა იქ,აფხუშოს თავს,უნდა მჯდარიყო სამთიბლო წყალთან,თეთრად აყვავებულ,ტკბილსურნელოვან კენკეშიანში,ათასნაირი ყვავილით აფერადებულ წელამდე სათიბში,საამო ნიავი რომ ააბიბინებს. (ავტორი გენია.ჯი) ვაჟა ს აკლდა მთა და მთას აკლდა ვაჟა.მან ვეღარ მოითმინა და ახლა მთის,მინდვრის ყვავილი – ბალახი ინდომა იმიტომ,რომ მთაში მათი ხილვის იმედი აღარ ჰქონდა.წყალიც იმიტომ ითხოვა და ფოთოლ-ბალახიც.მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს სთხოვა: თუ ღმერთი გწამს,ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარეშემო ეს მინდვრის ყვავილები დამიყარეო.თხოვნა მაშინვე შეუსრულეს ვაჟას: იატაკზე დაუგეს ლოგინი და ირგვლივ მინდვრის ყვავილები და ბალახი მიმოუბნიეს.ამ ყვავილიან მა საწოლმა,თავის საყვარელ “არსებათა” შორის წოლამ კიდევ მოაცოცხლა დიდი პოეტი,თავი კარგად იგრძნო,ხალისიანად საუბრობდა ჩარგალზე,თავის ყოფაზე,თავის საქმიანობაზე,შიგადაშიგ ოხუნჯობდა კიდეც.ცოტა წასთვლიმა. (ავტორი გენია.ჯი) შუადღის შემდეგ მოწყალების დას ჰკითხა,რომელი საათიაო? სამიო რომ უთხრეს – მიკვირს სამ საათამდე როგორ ვიცოცხლეო,ჩაილაპარაკა,ეს ჩემი უკანასკნელი საათიაო.მერე რაღაცის ჩურჩული დაიწყო თვალდახუჭულმა,მილუშულმა.დამლაგებელმა,ვინმე მაისურაძის ქალმა ყური ახლოს მიუტანა და გაარჩია ძლივს გასარჩევი სიტყვები.ვაჟა უკანასკნელ ამოსუნთქვასაც ლექსს აყოლებდა:

“მუხთალო წუთისოფელო,

ტანჯული შვილი გშორდები,

თუ ვინმეს ვალი მიმყვება,

იქიდან გავუსწორდები”.

უტყუარი ალღოსა და გრძნობის მგოსანი,სულ ოდნავ მოტყუვდა,ესეც ავადმყოფობის ბრალი იყო,ალბათ: ექვს საათზე დაჰკარგა გრძნობა.ერთი საათი გასტანა სულთმობრძაობამ,ერთ საათს ეყრებოდა მის ტანჯულ სხეულს ძლიერი სული,საღამოს 1915 წლის 27 ივლისს 7 საათზე ჩამოჰკრა გლოვის ზარმა სრულიად საქართველოში,სამშობლოს მოუკვდა კიდევ ერთი თავისი ღირსეული შვილი. (ავტორი გენია.ჯი)