ფრანც ლისტის “ნეკროლოგი” – ნიკოლო პაგანინის შესახებ…
“პაგანინი გარდაიცვალა და მასთან ერთად ჩაიფერფლა ძლიერი სული,მისნაირ რჩეულ შვილთ ბუნება სწრაფად უკან იბრუნებს.მასთან ერთად მინაცრდა ხელოვნების უნიკალური ფენომენი.მის გენიას არ ჰყოლია არც მოძღვარი და არც ბადალი,იგი იყო იმდენად უზარმაზარი,რომ მიმბაძველიც ვერ გამოუჩნდა.მის ნაკვალევზე ვერ გაივლის ძეხორციელი. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელს ვერავითარი ძალა ვერ შეედრება.მისი სახელი იმ ვარსკვლავედშია,რომელთაც ცალკე წარმოსთქვამენ მხოლოდ.მისი დიდების ათინათი,უსიტყვო მეფური პატივი,საერთო აზრმა სიცოცხლეშივე რომ მიაგო,უზარმაზარი მანძილი,რომელიც მეფურმა პატივმა წარმოშვა მასსა და ვირტუოზის კვალში ჩამდგომთა შორის,ყოველივე ასე ჭარბად არ ღირსებია არც ერთ არტისტს და ეს უნდა აიხსნას ზღაპრული გენიითა და უფრო მეტად კი ამოუცნობი ფაქტებით.სამარადისო ხსენება იყოს მისი სახელის.იგი იყო დიადი,მერე,იცით რა ფასად უჯდება ადამიანს ეს სიდიადე? ცოდნა ტანჯვით მოიპოვება.ამ ქვეყნად კი მეორე პაგანინი აღარ დაიბადება”. (ავტორი გენია.ჯი)