უილიამ დე კუნინგი – “ქალი III”
“ქალი III” - გახლავთ გამოჩენილი ნიდერლანდელი აბსტრაქციონისტი მხატვრის - უილიამ დე კუნინგის (1904-1997 წლები),მიერ შექმნილი ტილო,დახატული 1953 წელს.აღნიშნული სურათი არის ერთ-ერთი ტილო იმ სერიებიდან,რომელიც მხატვარმა დახატა 1951-1953 წლებში.ბოლო სერია ამ ტილოსი დღესაც კერძო კოლექციაშია დაცული.მთავარი მოტივი და თემა სურათისა ქალია. (ავტორი გენია.ჯი) 1970-იან წლებში ტილო ინახებოდა “თეირანის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში”,თუმცა ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ 1978-1979 წლებში,სიტუაცია სამხატვრო ხელოვნების ნიმუშების მიმართ საკმაოდ უარყოფითისაკენ შეიცვალა,რის გამოც მისი მუზეუმში განთავსება შეუძლებელი შეიქნა მკაცრი წესების გამო.სურათის გამოსყიდვა და ირანიდან ტილოს გატანა მხოლოდ 1994 წელს მოხერხდა. (ავტორი გენია.ჯი) 2006 წელს კი “ქალი III” გაყიდულ იქნა დევიდ გოფენის მიერ და იგი შეისყიდა ცნობილმა ამერიკელმა კოლექციონერმა და მილიონერმა – სტივენ კოენმა 137,5 მილიონ დოლარად.აღნიშნული ტილო 2012 წლის მონაცემების მიხედვით მე-5 ადგილზეა მსოფლიოში დღემდე გაყიდულ უძვირესს ტილოებს შორის და იგი უილიამ დე კუნინგის ერთ-ერთ უნიკალურ აბსტრაქციულ ნამუშევრად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)