გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის ფილოსოფიიდან…

ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი - გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831 წლები),დიდად მოხიბლული გახლდათ საფრანგეთის დიდი რევოლუციის იდეებით.მისმა მეგობარმა და თანამოაზრემ,გერმანელმა ფილოსოფოსმა – ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ ფონ შელინგმა ფრანგული “მარსელიოზა” გერმანულ ენაზეც კი თარგმნა. (ავტორი გენია.ჯი) ნაპოლეონის მიერ პრუსიელების განადგურების 12 წლის შემდეგ,ჰეგელი იენის უნივერსიტეტის პროფესორი ხდება.იგი საკმაოდ გულგრილ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და აღფრთოვანებული იყო ნაპოლეონ ბონაპარტით,რომელსაც “მსოფლიოს სულის” განსახიერებადაც მიიჩნევდა.ჰეგელი თავის “სამართლის ფილოსოფიაში” სახელმწიფოს ღმერთთან აიგივებდა და წერდა,რომ სახელმწიფო,ისევე როგორც სამყარო,ღვთაებრივი ძალით იმართებოდა,ამიტომ ვინც ცდილობდა მის (სახელმწიფოს) დანგრევას,იგი ღმერთის ნების წინააღმდეგ მიდიოდა. (ავტორი გენია.ჯი) ჰეგელი აცხადებდა: “სახელმწიფოს ისევე უნდა ვეთაყვანოთ,როგორც ღმერთს”.თავის მიერ შექმნილი “სამართლის ფილოსოფია” იწყებოდა სიტყვებით: “ყველაფერი,რაც არსებობს,გონივრულია”.არ შეიძლება ჰეგელის მოძღვრების ცალმხრივი შეფასება.მის ნააზრევში განვითარება ჰპოვა XVIII საუკუნის ფრანგი განმანათლებლების ბევრმა პროგრესულმა იდეამ: ჰეგელი დიდად აფასებდა ადამიანის გონებას; მსოფლიო კულტურის ისტორიას იგი განიხილავდა როგორც აზრის განუწყვეტელი ცვალებადობის შედეგს; მისი აზრით უცვლელი დოგმატები არ არსებობდნენ.გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის მოსაზრებებს,მისი გარდაცვალების შემდეგ,გერმანიაში,ბევრი რადიკალური და დემოკრატიული მიმდინარეობების მომხრენი გამოუჩნდნენ.მისი ფილოსოფიური მოძღვრების მიმდევრებს კი “ჰეგელიანელები” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)