“ენციკლიკა”
“ენციკლიკა” - გახლავთ ძირითადი რომის პაპის დოკუმენტი ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და ამავე დროს მიმართვა კათოლიკური სამღვდელოებისადმი,ან ყველა მორწმუნისადმი რელიგიურ,საზოგადოებრივ-პოლიტიკურ,მორალურ და სხვა საკითხებზე.ფაქტიურად “ენციკლიკა” იგივეა,რაც რომის პაპის ბულა,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ იგი განკუთვნილია იმისათვის რათა ყველას გაეგზავნოს (ეპისკოპოსებს,მორწმუნეებს,არქიეპისკოპოსებს,უცხო ქვეყნებს და ასე შემდეგ).ასევე აღსანიშნავია,ისიც,რომ აღნიშნული დოკუმენტი კათოლიკურ სასულიერო სამყაროში მნიშვნელობით მეორე რიგის დოკუმენტია – “აპოსტოლური კონსტიტუციის” შემდეგ.როგორც წესი “ენციკლიკა” იწერება ლათინურ ენაზე,ასევე შესაძლოა იგი დაიწეროს სხვადასხვა ენებზეც. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისური ეკლესია “ენციკლიკას” მოიხსენიებს,როგორც “პრიმასის” დოკუმენტს,რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს რომის პაპის ბრძანების “ბულას” ფორმა,მაგალითად ისეთივე როგორიც გამოცემული დოკუმენტი კენტერბერიელი და იორკელი არქიეპისკოპოსების მიერ,მიმართული რომის პაპის ლეო XIII-ის (1810-1903 წლები) მიმართ,ასევე განკუთვნილს ამერიკელი ეპისკოპოსებისა და არქიეპისკოპოსებისათვისაც.მართლმადიდებელ სასულიერო პირებში “ენციკლიკათი” მიმართვის ფორმას იყენებდნენ ალექსანდრიელი,ანტიოქიელი და კონსტანტინეპოლელი ეპისკოპოსები,მოგვიანებით კი პატრიარქებიც კი.ისინი ამ ფორმით მიმართავდნენ არა მარტო სასულიერო პირებს,არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროსაც. (ავტორი გენია.ჯი)