კონფუცი – “ეპიზოდი”
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ჩინელ ფილოსოფოსს - კონფუცის (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),რომლის სწავლებამაც უდიდესი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსაველთ აზიაზე,ერთ-ერთ თავის მოსწავლესთან ასეთი სახის დიალოგის გამართვა მოუწია:
” – რაზე უნდა იყოს დაფუძნებული და რა მახასიათებელი უნდა გააჩნდეს კარგ ხელისუფლებას?
- საკვები,იარაღი და ერის ნდობა, – მიუგო მოსწავლეს დიდმა ფილოსოფოსმა.
- დავუშვათ,რომ თქვენს მიერ აღნიშნული სამი საშუალებიდან,აუცილებლად უნდა გაწიროთ ერთი მათგანი – რომელს გასწირავდით?
- რაღა თქმა უნდა იარაღს.
- ვთქვათ და მეორე საშუალების გაწირვაც აუცილებელი შეიქნა,ამ შემთხვევაში,რომელსღა გაიმეტებდით?
- თუკი მეორე საშუალების აუცილებლად დათმობაც მომიწევდა,ამ შემთხვევაში საკვებს დავთმობდი. (ავტორი გენია.ჯი)
- საკვების გარეშე ხომ ერი დაიღუპება?!
- კაცობრიობის დასაბამიდან სიკვდილი ყოველთვის თანმდევი იყო ყოველი სულიერი არსებისა.თუმცა უნდა იცოდე,რომ – ერი,რომელიც არ ენდობა საკუთარ ხელისუფლებას,აუცილებლად განწირულია დაცემისათვის,რაც სიკვდილზე ბევრად უარესია”. (ავტორი გენია.ჯი)