ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს შესახებ…
XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი და გენიოსი,რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე წერდა კრიტიკულ წერილებს სიკვდილის,რელიგიის,თანამედროვე კულტურისა და მეცნიერების შესახებ მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით - ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (1844-1900 წლები),ყველასათვის ცნობილია,რომ “მოზაიკური შიზოფრენიით” იტანჯებოდა.ამიტომ მას ბიოგრაფები ხშირად და მოურიდებლად “შეშლილს” უწოდებდნენ.როგორც გადმოცემების თანახმად ვგებულობთ,სიფილისის გამო იგი განდიდების მანიით დაავადდა და თავის ახლობლებსა თუ მეგობრებს ხშირად უგზავნიდა ისეთი შინაარსის ბარათებს,რომლებშიც ეწერა: “ორ თვეში მე გავხდები პირველი ადამიანი დედამიწაზე”. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე იგი “შიზოფრენიის შემოტევისას” მოითხოვდა მისი ბინის კედლებიდან ჩამოეხსნათ ყველა სურათი და სახლი ტაძრად გამოეცხადებინათ.მის სამედიცინო ბარათში აღწერილია სიტუაცია,როდესაც იგი ფსიქიატრიაული საავადმყოფოს ერთ-ერთ დარაჯს უწმაწური სიტყვებით უყვიროდა მხოლოდ იმიტომ,რომ იგი გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი,იგივე ოტო ფონ ბისმარკი ეგონა.საწოლის მაგივრად ნიცშე,საკუთარი საწოლისვე გვერდით განტავსებულ იატაკზე იძინებდა,ხოლო როდესაც გამოიღვიძებდა თხასავით ხტოდა და იჯღანებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ფრიდრიხ ნიცშე ფსიქიკური აშლილობით განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო ოც წელიწადში იტანჯებოდა,თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს სწორედ ამ პერიოდში დაწერა მან თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებები,მათ შორის: “ასე ამბობდა ზარათუშტრა”.სიკვდილის წინ მცირე ხნით ადრე ნიცშეს მხოლოდ უმარტივესი წინადადების შედგენა შეეძლო,მაგალითად ისეთის,როგორიც იყო: “მე მკვდარი ვარ იმიტომ,რომ სულელი ვარ”.ასე ფსიქოლოგიურად განაწამები ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე გარდაიცვალა 1900 წლის 25 აგვისტოს ბაზელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.სიკვდილის წინ კი,მაშინ,როდესაც მთელი თავისი შემოქმედება და ცხოვრება რელიგიისა და ღმერთის კრიტიკას მიუძღვნა,ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: ” – მაინც მაჯობე ნაზარეველო!” – (ავტორი გენია.ჯი)