დიპლომატიის ისტორიიდან…

“დიპლომატია” უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს.ისტორიამ მრავალი მაგალითი შემოგვინახა როგორ წყდებოდა ომისა და მშვიდობის საკითხები უძველეს დროს სპეციალური წარმომადგენლების ხელშეწყობით. 4000 წლის წინ ინდოეთში არსებობდა საკმაოდ დახვეწილი დიპლომატია.მანუს კანონები და წესები გვამცნობს,რომ მარტივ დონეზე საერთაშორისო სამართალი მაშინაც არსებობდა.ძველ ინდური დიპლომატია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დიპლომატის პროფესიულ თვისებებს.ინდოელებს მიაჩნდათ,რომ საზღვარგარეთ მისიის წარმატებით მუშაობა დამოკიდებული იყო დიპლომატის პროფესიონალიზმზე.

მაღალ დონეზე იყო განვითარებული ძველი ჩინეთის დიპლომატიაც. (ავტორი გენია.ჯი) რომელიც საკამათო საკითხების მოწესრიგებისათვის ხელშეკრულების დადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.ჩინეთი თავდაუსხმელობის ხელშეკრულებასაც იმ პერიოდისათვის დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას აქცევდა.

ძველ საბერძნეთში ჩვ.წ.აღ-მდე V საუკუნეში უკვე არსებობდა საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვის განვითარებული აპარატი ისეთი პროცედურებით,როგორიცაა ომის გამოცხადება,სამშვიდობო ხელშეკრულების დადება,ხელშეკრულების რატიფიკაცია,საკონსულო საქმიანობა.ძველ საბერძნეთში ასევე არსებობდა პირთა კატეგორია,რომლებიც უფლებამოსილი იყვნენ განეხორციელებინათ საგარეო საქმიანობა: მაგალითად – მაცნეები (ანგელოსები) და უხუცესები (პრესბიესები).პირებზე გაიცემოდა დიპლომები (სიგელები),რომელშიც აღინიშნებოდა ელჩობის მისია და სპეციალური ინსტრუქცია.

ძველ რომში არსებობდა საგარეო საკითხებში მომუშავე სპეციალური ორგანო – “ფეციალი”.რომელსაც შეეძლო ომის გამოცხადება,ზავის დადება,ხელშეკრულებების ხელის მოწერა. (ავტორი გენია.ჯი) ძველ რომში დიდი თავისებურებით გამოირჩეოდა ელჩად მივლინების პრაქტიკა.კლასიკურ პერიოდში სენატს ჰქონდა უფლება ელჩების გაგზავნისა,ვინაიდან სენატი იყო საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი.ამ როლის შესრულებისათვის კანდიდატურებს არჩევდა კონსული,რომელიც რესპუბლიკური მმართველობის პერიოდში ყველაზე მაღალ არჩევით თანამდებობას წარმოადგენდა.ელჩების შერჩევაში მონაწილეობას პრეტორიც ღებულობდა.პრეტორი ასრულებდა საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქციებსაც.კონსული და პრეტორი თავჯდომარეობდნენ სენატში.თუ მისიის შესრულების პრეტენზიას რამდენიმე კანდიდატი გამოთქვამდა,შერჩევა პრეტენდენტებს შორის კენჭისყრით წყდებოდა.ელჩებს ერქვათ – “ორატორები”,”ლეგატები”,”მაცნეები”.რომის იმპერიის დროს ელჩებს იმპერატორი ნიშნავდა.ამ პერიოდში საგარეო საკითხები სპეციალური სამსახურის მიერ გვარდებოდა.რომის იმპერიის დროს ელჩობას დროებითი ხასიათი ჰქონდა.

დიპლომატიურ სამსახურს უდიდესი ყურადღება ექცეოდა ბიზანტიაშიც.აღმოსავლეთ რომის იმპერიაში,რომელიც რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში ჩამოყალიბდა.კონსტანტინეპოლში არსებული საგარეო საქმეთა საკითხების უწყებაში გარდა მოხელეებისა,დიდი რაოდენობით შედიოდნენ თარჯიმნებიც.აქვე შემუშავებული გახლდათ უცხო ქვეყნების ელჩების მიღების ცერემონიალი.ქვეყანაში ჩასვლისთანავე ელჩებს დიდი ყურაღებით ეპყრობოდნენ.საზღვარზე ელჩს ხვდებოდა მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური პირები.მათი ამოცანა იყო უსაფრთხოების დაცვა და ისიც,რომ ელჩები ნაკლებად დაკავშირებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური მიღებები გამოირჩეოდა დიდი პომპეზურების,რაც მიზნად ისახავდა ელჩის გაოცებას,მასში განცვიფრების გამოწვევას,რადგან აღნიშნულ ღონისძიებას ბიზანტიის უძლეველობის სახე მისცემოდა.

ბევრი ისტორიკოსი კი თანამედროვე დიპლომატიის სამშობლოდ იტალიას მიიჩნევს,სადაც XV საუკუნეში გაჩნდა მუდმივი ელჩობა.მათი უფლებამოსილების ვადა კი 2-3 წლით განისაზღვრებოდა.ამ პრაქტიკის სხვა ქვეყნებში გამოყენება მხოლოდ XVI საუკუნის ბოლოდავ დაიწყეს,ხოლო XVII საუკუნის ბოლოდან კი უცხოეთში იქმნება საკონსულოები,რომელთაც სათავეში უდგებიან მასპინძელი წვეყნების ვაჭრები.

თანამედროვე სამყაროში დიპლომატია ბევრად დახვეწილი და სახელმწიფოებისათვის,უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელი ორგანოა. (ავტორი გენია.ჯი)