გამოჩენილ ქართველთა ნააზრევი……
“ჩემო სამშობლო: მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავათ თუ კარგათ, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა… ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ყოფილიყო, შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა”! - ნიკო ნიკოლაძე
* * *
“უკეთუ ხალხს ვუჩვენებთ პოეზიაში ან ისტორიაში ვისმე მხნე პირთა ქვეყნის და თავისი ხალხის სიმართლისათვის მოქმედთ და თავგანწირულთ, იმისთვის კი არა, რომ წარსული გავუხადოთ ხალხა სანატრელად, მხოლოდ იმისთვის, რომ ამ პირების მაგალითი აღვიძებდეს ხალხში მხნეობას და აძლევდეს ძალას, რომ გასწიოს ბრძოლა წარსულზე უკეთესი მომავლის დასამყარებლად” – ანტონ ფურცელაძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გასული ცხოვრება ადამიანისა ადამიანისვე უსამართლობით დაღვრილი სისხლით მოსვრილია, იმ გასული ცხოვრების შვილი აწმყოში იმავე უსამართლობისაგან დაღვრილს სისხლში და ოფლში სცურავს და, ვინ იცის, რაიღა იქნება ამათგან წარმოშობილი, უსამართლობის სისხლ-ოფლით გაჟღენთილ ნიადაგზედ აღზრდილი მომავალი ადამიანისა!” - ეგნატე ნინოშვილი
* * *
“სამშობლო და მისი სამსახური – ეს მისთანა სიტყვებია, რომლებიც კაცმა ქუდმოხდილი, მოწიწებით უნდა სთქვას” - ესტატე ბოსლეველი
* * *
“ქრისტეს წინადვე ქართველებმა შეჰქმნეს თავიანთი ეროვნული განათლება. ამ განათლებას ქრისტიანობამ წმიდა კაცთმოყვარული მადლი მოჰფინა” – ნიკო ლომოური – (ავტორი გენია.ჯი)