ილია ჭავჭავაძის წერილი – პეტრე უმიკაშვილს…
“მე,სწორედ გითხრა,ცუდი აგებულების კაცი ვარ! დიდი მოსვენება და შეღავათი მინდა,რომ დავსწერო რამე და მინამ მე ჩინოვნიკობას თავს არ დავანებებ,ეგ მოსვენება და შეღავათი ჩემთვის სიზმარია.თუ დავიწყე და არაფერმა არ დამიშალა,დაწყებულს მალე შევასრულებ, და თუ დაწყებული შემაწყვეტინა რამემ,გათავდა,მე იმ დაწყებულს ვეღარ მოვუბრუნდები.ეხლანდელი ჩემი წყეული მდგომარეობა ასეთია,რომ წერისათვის ხანგრძლივი მოსვენება არა მაქვს და ამის გამო ასე უხეიროდ და უნაყოფოდ მიდის ჩემი ორიოდე დღის ცხოვრება.ვფიქრობ,თავი დავანებო სამსახურს,მაგრამ რითი ვიცხოვრო? ვაითუ უფრო მოცალეობა მომაკლდეს ლუკმა-პურის დევნაში,სამსახურს თავი რომ დავანებო”. (ავტორი გენია.ჯი)