სამსონ ფირცხალავა “ერის” შესახებ წერდა…
“ყოველმა ერმა თვით უნდა გამოსჭედოს თავისი ბედი.თვით უნდა დაწნას თავისი გვირგვინი თავის გულის წვეთებით,თავის ნერვების გამონაწურით,თავის ძვლების ტვინით.არც ერთს ადამიანს და არც ერთ ერს შუბლზე არ აწერია უთუო ხსნა ცხოვრებისა – ყველაში ორგვარი შესაძლებლობაა – სიცოცხლეც და დაღუპვაც და შესრულება ერთი თუ მეორე,ეს დამოკიდებულია ჩვენს უნარსა და მოქმედებაზე.დავიღუპებით და გავქრებით – ჩვენი ბრალია,მოვიპოვებთ სიცოცხლეს და შევიტანთ ჩვენს წვლილს მსოფლიოს გამშვენიერებაში – ესეც ჩვენის მიზეზით იქნება”… (ავტორი გენია.ჯი)