ვახტანგ VI – “ეპიზოდი”
ვახტანგი ბევრს ეცადა,ქართლის სამეფო ტახტს ისე დაუფლებოდა,რჯული არ შეეცვალა.ამ მიზნით ევროპაში სულხან-საბა ორბელიანი მიავლინა,მაგრამ ეს დიპლომატიური მისია უშედეგოდ დასრულდა.ბოლოს,1716 წლის 1 ივლისს,გადასახლებაში (ქირმანში) მყოფი იძულებული გახდა მაჰმადიანობა მიეღო.პოლონელი მისიონერის – თადეუშ კრუსინსკის ცნობით (რომელიც იმჟამად იქ იმყოფებოდა),იმავე დღეს გაუკეთდა წინდაცვეთა.ეს იყო უცხო რელიგიის გარეგნული,ფორმალური აღიარება,სინამდვილეში ქართველი მეფე სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანული რწმენის ერთგული დარჩა. (ავტორი გენია.ჯი) ვახტანგმა იმხანადვე იმავე თადეუშ კრუსინსკის საიდუმლოდ განუცხადა: “ქრისტე მაცხოვარს ეკუთვნის ჩემი სხეული,ხოლო მაჰმადს კი სხეულის ის ნაწილი,რომელიც მისი სექტის ნიშანია”.სწორედ ამავე წელს ირანის მბრძანებელმა “ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცა,თუმცა სამშობლოში მხოლოდ 1719 წელს დააბრუნა. (ავტორი გენია.ჯი)